თეგებით ძიება

ქათმის შნიცელი

ინგრედიენტები
ქათმის ფილე - 450 გ
კვერცხი - 1 ცალი
ფქვილი - 4 ს/კ
მარილი და პილპილი
პური - 200 გ
რძე - 2-3 ს/კ
ზეთი - 4 ს/კ


მომზადების წესები
გაჭერით შუაზე ქათმის ფილე, შემდეგ კი დაჭერით თხელ ფირფიტებად. დაბეგვეთ და დაამარილეთ თითოეული ნაჭერი.
მოაჭერით პურს ქერქი და დაჭერით პატარა ჩხირებად. გამოაშრეთ მშრალ ტაფაზე ან 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში.
ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ მარილი და პილპილი, ასევე რძე.
ქათმის ნაჭრები ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ კვერცხიხ მასაში, ბოლოს კი პურის კრუტონებში.
შეწვით ზეთში ან ზეთისა და კარაქის ნარევში, კარგად გახურებულ ტაფაზე, 5-5- წუთი ორივე მხრიდან.
გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა