თეგებით ძიება

გარგრის ფხვიერი ნამცხვარი

ინგრედიენტები
ხაჭო - 400 გ
გარგარი - 500 გ
ვანილის შაქარი - 10 გ
კარაქი - 120 გ
გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ
კვერცხი - 2 ცალი
შაქარი - 220 გ
ფქვილი - 300 გ
მწიკვი მარილი

მომზადების წესები
გაყინული კარაქი გახეხეთ მსხვილად. დაუმატეთ გამაფხვიერებელთან ერთად გაცრილი ფქვილი, 100 გ შაქარი და მარილი. გაქენით ხელით სველი, ფხვიერი მასის მიღებამდე. მოათავსეთ მაცივარში 15 წუთით.
მოამზადეთ გულსართი. ათქვიფეთ ხაჭო და კვერცხი, დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და ვანილის შაქარი. გარეცხეთ გარგარი, გაყავით ორ ნაწილად, ამოაცალეთ კურკა.
კარაქწასმულ ღუმელის ფირფიტაზე დაყარეთ მშრალი მასის ნახევარი, ზემოდან გაანაწილეთ ხაჭოს მასა, შემდეგ დაალაგეთ გარგრის ნაჭრები და მოაყარეთ დარჩენილი მშრალი მასა.
აცხვეთ 180 გრადუსზე 45-50 წუთი.
გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა