თეგებით ძიება

სულგუნის ფირფიტებში გახვეული ბოსტნეულის სალათა

ინგრედიენტები
სულგუნის ფირფიტები - 60 გ
მწვანილების მიქსი - 60 გ
კიტრი - 50 გ
პომიდორი - 50 გ
ნუშის ბაჟე - 200 გ
ტარხუნა - 8 გ
ქინძი - 4 გ
წიწმატი - 8 გ
ნედლი პიტნა - 8 გ
ისპანახის ფოთლები - 4 გ
რეჰანი - 4 გ

მომზადების წესები
დაჭერით კიტრი და პომიდორი პატარა კუბიკებად.
გაატარეთ ნუში და მოამზადეთ ბაჟე (გადადუღებული წყლითა და სანელებლებით).
დაუმატეთ წმინდად დაჭრილი ყველა მწვანილი.
გაშალეთ სულგუნის ფირფიტები, წაუსვით მომზადებული ბაჟე, გაანაწილეთ ზედ დაჭრილი კიტრი და პომიდორი და გაახვიეთ სულგუნის ფირფიტებში. მოათავსეთ ცოტა ხნით მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა