თეგებით ძიება

ნაკვერჩხალზე შემწვარი კარტოფილი აჯიკით

ინგრედიენტები
კარტოფილი - 6 ცალი
კარაქი - 25 გ
აჯიკა - გემოვნებით
სვანური მარილი

მომზადების წესები
კარგად გარეცხეთ კარტოფილი, არ გაფცქვნათ.
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე, დააფინეთ ფირფიტაზე პერგამენტი, დაალაგეთ კარტოფილი და შეწვით ორთქლის რეჟიმზე 45 წუთის განმავლობაში.

გამოიღეთ კარტოფილი და მაშინვე დაალაგეთ მაყალზე, ცხელ-ცხელ ნაკვერჩხალზე 10-15 წუთის განმავლობაში.
გამომცხვარ კარტოფილს, ფრთხილად ამოაცალეთ გული, შუერიეთ აჯიკა და სვანური მარილი, ამოავსეთ კარტოფილი მომზადებული გულსართით, 5 წუთით შეაბრუნეთ ღუმელში და შემდეგ გემრიელად მიირთვით!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა