თეგებით ძიება

ფარშირებული ინდაური სადღესასწაულო სუფრისთვის

ინგრედიენტები
5-6 კგ-ანი გასუფთავებული ინდაური
ბრინჯი - 200 გ
შავი ქლიავის ჩირი - 200 გ
ქიშმიში - 120 გ
1 ლიმონის წვენი
ლიმონის ცედრა - 1 ჩ/კ
ოხრახუში - 1 კონა
ნიორი - 2-3 კბილი
მარილი და პილპილი
ვაშლი
ზეთი - ცოტაოდენი
კარაქი - 80 გ

მომზადების წესი:
ინდაური კარგად გავასუფთავოთ და ქაღალდის ხელსახოცით შევამშრალოთ შიგნიდან და გარედან.
ბრინჯი ნახევრად მოვხარშოთ, დაუმატოთ ჩირი, ქიშმიში, კარაქი, მარილი, ლიმონის ცედრა და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
ინდაური ამოვავსოთ სატენით. ღიად დარჩენილი ადგილი სპეციალური ძაფით ამოვკეროთ ან ხის ჩხირებით შევკრათ.
ინდაურს გარედან შევაზილოთ ლიმონის წვენი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და პილპილი.
გაზქურა გავახუროთ 180 გრადუსზე. საცხობ ფორმაზე დავასხათ ცოტაოდენი ზეთი, დავდოთ ინდაური და ფორმას ფოლგა გადავაფაროთ.
ინდაური შევწვათ საათ-ნახევრის განმავლობაში. შემდეგ ტემპერატურას ცოტა დავუწიოთ და ფოლგა მოვხსნათ.
ინდაური ღუმელში დავტოვოთ კიდევ 1 საათის განმავლობაში. შიგადაშიგ თავისივე წვენი ზემოდან მოვასხათ. ინდაური კარგად უნდა დაიბრაწოს. მზაობის შესამოწმებლად შეგვიძლია ჩანგალი ან დანის წვერი შევურჭოთ. თუ გამჭვირვალე სითხე გადმოიღვრება და არა სისხლიანი, ესე იგი, ინდაური მზადაა.
საბოლოო მზადებამდე 20-25 წუთით ადრე ინდაურს გარს შემოვუწყოთ შუა-შუა გაჭრილი ვაშლი.
ჟურნალი "გემრიელი" (დეკემბრის ნომერი)


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა