ტორტი „ჩრდილოეთის დათვი“ - ჩვენი ბავშვობის გემო!
ინგრედიენტები
ფქვილი - 480 გ
შაქარი - 525 გ
არაჟანი - 750 გ
ნიგოზი - 100 გ
კარაქი - 120 გ
კაკაო - 75 გ
რძე - 75 მლ
სოდა ძმრით - 0,25 ჩ/კ
მწიკვი ვანილი
ზეთი - 2 ს/კ
მომზადების წესები
1 ჭიქა შაქარს დაუმატეთ 50 გ გამდნარი კარაქი, დაუმატეთ 1 ჭიქა ცხიმიანი არაჟანი და სოდა ძმრით. კარგად აურიეთ და დაუმატეთ 1,5 ჭიქა ფქვილი. მოზილეთ ცომი.
გაყავით მიღებული ცომი 2 თანაბარ ნაწილად. ერთში აურიეთ 3 ჩ/კ კაკაო.
დარჩენილი ფქვილი გაყავით ორად და დაუმატეთ ღია და კაკაოიან ცომში. მოზილეთ. თუკი ყველაფერი სწორად გააკეთეთ, გამოგივიდოდათ მკვრივი, ერთგვაროვანი და ამასთან ელასტიკური და რბილი ცომი.
მაშ ასე, თქვენ ცომის ორი გუნდა გაქვთ. თითოეული გაყავით კიდევ 3-3 ნაწილად, რათა გამოაცხოთ 6 ბისკვიტი.
წაუსვით გამოსაცხობ ფორმას ცოტაოდენი ზეთი. აიღეთ ცომის ერთი ნაწილი, გააბრტყელეთ პერგამენტის ქაღალდზე და გადაიტანეთ ღუმელის ფირფიტაზე. ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით ზედაპირი.
მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ერთი ფირფიტა მაქსიმუმ 8 წუთით. თუკი გარტყელებულ ფირფიტებს არათანაბარი კიდეები გამოუვიდა, დააფარეთ თეფში და შემოჭერით ბასრი დანით.
ცალკე ჯამში მიქსერით ათქვიფეთ დარჩენილი არაჯანი და 1 ჭიქა შაქარი, პლუს ვანილნი.
ასევე მოამზადეთ მინანქარი: 5 ს/კ შაქარს დაუმატეთ რძე და დარჩენილი კაკაო. დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ, სანამ მასა არ გასქელდება. ბოლოს დაუმატეთ 70 გ კარაქი, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დაჭერით ან დააბლენდერეთ ნიგოზი და ბისკვიტის ჩამონაჭრები დაფხვენით.
ააწყვეთ ტორტი ბისკვიტის ფერების მონაცვლეობით, თითოეულს წაუსვით არაჯნის კრემი და მოაყარეთ ნიგოზი. სულ ბოლოს მოასხით მინანქარი და მოაყარეთ დაფხვნილი ბისკვიტი.
მოათავსეთ ტორტი მაცივარში რამდენიმე საათით.
რჩევა: ინგრედიენტებში მითითებული ფქვილის რაოდენობა დაახლოებითია. შესაძლოა დაგჭირდეთ ნაკლები ან მეტი, გააჩნია არაჟნის სისქეს. რადგან ცომში არ არის გამოყენებული კვერცხი, ბისკვიტი გამოდის ხრაშუნა. კრემში შაქრის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!