თეგებით ძიება

კარმული პროგრამები - რახუ კუროში, ქეთუ მორიელში

გამომდინარე იქედან, რომ საიტის მკითხველი დიდ ინტერესს ამჟღავნებს კარმული მისიების მნიშვნელობის და ზოგადად კარმული ასტროლოგიის მიმართ,
გადავწყვიტე დავიწყო ეტაპობრივი სტატიების ციკი, რომელშიც განვიხილავთ რახუსა და ქეთუს ოცდაოთხივე კომბინაციას. მათ შორის ვისაუბრებთ პროფესიულ შესაძლებლობებზე, ცხოვრებისეულ მისიასა და ხასიათის იმ თვისებებზე, რომელიც ნებისმიერმა ჩვენთაგანმა უნდა განავითაროს მთვარის კვანძების მიხედვით.


რახუ (აღმავალი კვანძი) კურო – ქეთუ (დაღმავალი კვანძი) მორიელი

მთავარი ინკარნაციული ლაიტმოტივი: თვითგადარჩენის ინსტიქტი+შინაგანი წონასწორობა=სხვათა ბედის გაზიარება-გააზრებით საკუთარის მართვა

სასურველია იზრუნოს: ისწავლოს გულწრფელი თანამშრომოლბა. გამოიმუშაოს მებრძოლი სული, მოერიოს ცდუნებას "დაარტყას წაქცეულს", არ უსურვოს
ცუდი. არ გაუგზავნოს ნეგატივი (თუნდაც აზრების გზით).

ეკრძალება: ნებისმიერი სახის კრიმინალური მიმართულებით წასვლა (ბანდიტიზმი, ძარცვა და ა.შ.), ჰიპნოზი, ეზოთერული სფეროები, მათი უარყოფითი მიზნით გამოყენება.

კარმული მისია: ყოველთვის გათავისუფლდეს ვალებისგან (როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით), არასოდეს უპასუხოს აგრესიას აგრესიით.
გაუძლოთ საკუთარი ბედის ფატალურობას. (ხშირად ამგვარი კარმული პროგრამით იბადებიან ადამიანები, რომელთაც უწევთ სახიფათო სიტუაციებში
მოხვედრა განვლილი ინკარნაციის ვალების გასასტუმრებლად).

პროფესიები:

1. მხატვრები,
2. კომპოზიტორები,
3. მოგზაურები,
4. ქირურგები,
5. ქიმიკოსები,
6. ბიზნესმენები,
7. სამხედრო ექსპერტები.

რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი: აგრესიამ. ფსიქოლოგიურმა გაუწონასწორებლობამ. ექსტრიმის სიყვარულმა. სურვილმა ერთი ხელის მოსმით დაანგრიოთ ყველაფერი. ნეგატიურმა აზროვნებამ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა