თეგებით ძიება

რა არის „პირადი კარმა“ და როგორ ვიპოვნოთ „ალმასის გზა“ გრადუსების დახმარებით

ჩვენს წინა სტატიაში, ზოგადად ვისაუბრეთ გრადუსების შესახებ. მათ შორის განვიხილეთ სამეფო და დამანგრეველი გრადუსების მნიშვნელობაც, რომლის შესახებაც დეტალურ დისკუსიას თქვენ ჩვენს ფორუმზე შეგიძლიათ შემოუერთდეთ - www.forum.astrologi.ge
ამჯერად კი, მოდით რამდენიმე განსაკუთრებული გრადუსის შესახებ ვისაუბროთ, რომელიც ამა თუ იმ ადამიანის კოსმოგრამაში გვხვდება და ამ უკანასკნელს ცხოვრებაში განსაკუთრებულ მისიას და მოვალეობას აკისრებს.

ვერძის პირველი გრადუსი - ე.წ. "პირადი კარმა"

Astrologia

როცა რომელიმე პლანეტა ადამიანის რუკაში ამგვარ გრადუსზეა განთავსებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პიროვნებას წინ ელის განსაკუთრებული მისია და მისი ცხოვრება დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ საზოგადოებაში უწევს მას ტრიალი, ვინ არიან მისი მეგობრები და საახლობლო წრე. ზემოთ ხსენებული გრადუსი განაპირობებს იმას, რომ მის მფლობელზე "აისახება" მისი გარემოცვის ცოდვები. ამიტომ რაც უფრო "სუფთაა" გარემოცვა მით უფრო ნაკლებს იტანჯება ადამიანი. ეს არის მსხვერპლად შეწირვის გრადუსი და თავისი მოქმედებით თითქმის უტოლდება დამანგრეველ გრადუსებს. თუკი თქვენ ამგვარი გრადუსის მფლობელი ხართ, უნდა იცოდეთ რომ ცხოვრება მსხვერპლის გაღების გარეშე თქვენთვის არაფერს გამოიმეტებს.
თუმცა, ზუსტად ეს გრადუსი განიჭებთ გასაოცარ უნარს, ნებისმიერი დანაკარგი აინაზღაუროთ გულწრფელი მსხვერპლის გაღების ხარჯზე. ადამიანი რომელიც ზემოთხსენებული გრადუსით იბადება, ფლობს ძალას საკუთარ თავზე აიღოს სხვების ცოდვები და გაანეიტრალოს იგი. სწორედ ესაა  მისი ამქვეყნიური მისია.
თუმცა ასეთი პიროვნების ცხოვრების გზა მარტივი და იოლი არასოდესაა. მას უწევს გაიაროს გამოცდა სატურნის გავლენით - სატურნი ხომ ვერძის ზოდიაქოშია დაცემული. ამიტომ ადამიანს უწევს გამოსცადოს თავი ნებისყოფაზე, შინაგან ფასეულობათა სისტემის სიმყარეზე. თუკი  მას რაღაც მომენტში სიამაყე და ამპარტავნება გადასძალავს, იგი საკმაოდ მკაცრად ისჯება.

საიმისოდ რომ ზემოთხსენებული გრადუსის გამოცდა წარმატებით გაიაროს ადამიანმა, აუცილებელია, მას შეეძლოს თავმდაბლობა. რაც უფრო თავმდაბალი, კაცთმოყვარე და ჰუმანური იქნება იგი, მით უფრო მარტივად მოახერხებს ამ გრადუსის დამუშავებას. ზოგადად ადამიანი, რომელიც პირად კოსმოგრამაში ვერძის 1 გრადუსზე ფლობს რომელიმე პლანეტას, კოსმიურ სიგნალს ელვის უსწრაფესად იღებს ნებისმიერ ჩადენილ საქციელზე, ცუდზეც და კარგზეც მას ძალიან მალე მოეკითხება. ამ ადამიანს, როგორც პატარა ბავშვს ისე ატარებენ ცხოვრების გზაზე უმაღლესი ძალები და არ აძლევენ მას იმის უფლებას რომ სწორი გზიდან წამითაც კი გადაუხვიოს.

თევზების 30 გრადუსი – ე.წ. კოლექტიური კარმა"

Astrologia

ეს გრადუსი კოლექტიურ, ჯგუფურ კარმასთან ასოცირდება. თევზები სრული ზოდიაქოს საბოლოო წერტილია, მისი 30 გრადუსი კი უკიდურესი მიჯნა. ეს არის გრადუსი, რომელიც ადამიანს ანიჭებს საშუალებას ნებისმიერ საქციელს აარიდოს თავი. კვალი არიოს და სამუდამოდ გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან. თევზები 30 გრადუსს სხვაგვარად "კარმულ აბლაბუდასაც" უწოდებენ. ადამიანები რომლებიც ამ გრადუსით იბადებიან, ხშირად ახერხებენ საკუთარი დანაშაული სხვას გადააბრალონ, ასე ვთქვათ თავმოხსნილი ბომბი შეაჩეჩონ სხვებს ხელში - მათ შორის ზემოთ ხსენებულ ვერძის 1 გრადუსზე დაბადებულებს. თუმცა ამ ადამიანებს სხვებისთვის ზიანის მოტანასთან ერთად კეთილი საქმეების ჩადენაც შეუძლიათ. ასეთ პიროვნებას უნდა ახსოვდეს, რომ მისი დაუსჯელობა და აბსოლუტური ხელშეუხებლობა გარკვეულ დრომდე გაგრძელდება, რომლის შემდეგაც მას უმკაცრესი განსაცდელი ელის. ასეთი ადამიანი ხშირად იძენს პოპულარობას, ჩინებს, ტიტულებსა და სიმდიდრეს სხვების ხარჯზე, ისე რომ თითის განძრევაც არ სჭირდება ხან, მაგრამ ყოველივე ეს მასთან გამოსაცდელად მოდის. ამიტომ თუკი იგი საკუთარი წარმატების პარალელურად სხვებსაც არ ეხმარება წინსვლაში, სასჯელი საკმაოდ დიდი და მკაცრი იქნება.


მშვილდოსნის პირველი 7 გრადუსი – ე.წ. Via Vital ანუ "ალმასის გზა"

Astrologia

ადამიანი, რომელსაც პლანეტების თავმოყრა გააჩნია ზემოთ ხსენებული "ალმასისი გზის" რადიუსში, უნდა იყოს დაუღალავი ოპტიმისტი და აუცილებლად უნდა სწამდეს სასწაულის. მისთვის აუცილებელია მუდმივად ეძებოს პოზიტივი ცხოვრებაში. თუკი აქ მერკური მდებარეობს საჭიროა ახალი ნაცნობების მუდმივი ძიება, ადამიანი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს სხვებთან კომუნიკაციის ხარჯზე. თუ ვენერაა "ალმასის გზის" პერიმეტრზე განთავსებული, მაშინ ამგვარ პიროვნებას ფანატიკურად სჯერა ზღაპრული სიყვარულის და იგი მის ცხოვრებაში აუცილებლად მოვა.

თუკი აქ მერკური მდებარეობს, საჭიროა მუდმივად ძიება ახალი ნაცნობების, ადამიანი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, ეძებდეს გზებს გასავითარებლად. თუ ვენერაა "ალმასის გზის" პერიმეტრზე განთავსებული, მაშინ ამგვარ პიროვნებას უნდა სჯეროდეს ზღაპრული სიყვარულის და იგი აუცილებლად მოვა.
მზე “ალმასის გზაზე" პიროვნებას ანიჭებს უდიდეს სახელოვნებო ნიჭს და შემოქმედებით პოტენციალს. ამიტომ მისი ვალია, ნებისმიერ საკითხს ცხოვრებაში შემოქმედებითი გადაწყვეტა მოუნახოს. ასეთი ადამიანები თითქოსდა ოპტიმიზმს, სიცოცხლის ხალისსა და უშრეტ ენერგეტიკას ასხივებენ გარშემო მყოფებზე.

თუკი თქვენს პირად კოსმოგრამაში "ალმასის გზა" გამოკვეთილად ფიგურირებს, არასოდეს უნდა გადაეჩვიოთ ცხოვრების ბავშვურ ხედვას, ბავშვურად სიხარულს და აღტაცებას წვრილმანებით. ოპტიმიზმს და ოცნებას უკეთეს მომავალზე. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ განსაკუთრებით ძლიერი "ალმასის გზის" რადიუსში მოხვედრილ პლანეტებს შორის ქირონია, ეს იმიტომ რომ "თავად ალმასის" გზა იუპიტერის მფარველობის ქვეშაა, ქირონი კი იუპიტერის ეგზალტაციის ზონაა. შესაბამისად, ადამიანს რომლის რუკაშიც ქირონი "ალმასის გზის" ბინადარია, კარიბჭე ეხსნება ნებისმიერი დაფარული ინფორმაციისკენ. მას გააჩნია მკურნალობის და შთაგონების საოცარი ნიჭი, რომელიც აუცილებლად პოზიტიურად უნდა გამოიყენოს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა