თეგებით ძიება

კარმული პროგრამები რახუ ვერძში - ქეთუ სასწორში

გამომდინარე იქედან რომ საიტის მკითხველი დიდ ინტერესს ამჟღავნებს კარმული მისიების მნიშვნელობის და ზოგადად კარმული ასტროლოგიის მიმართ, გადავწყვიტეთ დავიწყოთ სტატიების ციკი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ რახუს და ქეთუს ოცდაოთხივე კომბინაციას.. მათ შორის ვისაუბრებთ პროფესიულ შესაძლებლობებზე, ცხოვრებისეულ მისიაზე და ხასიათის იმ თვისებებზე, რომელიც ნებისმიერმა ჩვენთაგანმა უნდა განავითაროს მთვარის კვანძების მიხედვით..


რახუ (აღმავალი კვანძი) ვერძში - ქეთუ ( დაღმავალი კვანძი) სასწორში


მთავარი ინკარნაციული ლაიტმოტივი: ძლიერ ნებას + ჰარმონია =თვითდამკვიდრებას

სასურველიაა იზრუნოს ლიდერული პოზიციის დაკავებისკენ. გააღრმავოს პირადი კონტაქტები.

ეკრძალება გამოიყენოს პირადი კონტაქტები ბოროტი განზრახვით ან ანგარების მიზნით. ასევე ეკრძალება, სხვებს მოახვიოს თავზე საკუთარი შეხედულებები.

კარმული მისიაა: ლიდერული თვისებების განვითარება

როგორც ასტროლოგები თვლიან მზგავსი კარმული კომბინაციებით დაბადება მიანიშნებს იმას, რომ ინდივიდისთვის ეს ბოლო ინკარნაიციაა ზოგად კარმულ ციკლში. ამიტომ იგი თავის თავში კრავს ყველა დანარჩენი ინკარნაციების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას. ამგვარი ადამიანები როგორც წესი დაჯილდოვებული არიან მრავალმხრივი ნიჭითა და შესაძლებლობებით. ეს იმიტომ რომ მათ წინა ინკარნაციებში გამოიმუშავეს იგი. აღმავალი კვანძი ვერძში ნიშნავს ბრწყინვალე ლიდერულ მონაცემებს, ავანგარდისტ და ნოვატორ პიროვნებას, რომელსაც უნარი აქვს სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს..

პროფესიები:

1. შოუ-ბიზნესი
2. ტელევიზია
3. სამხედრო საქმე
4. კომპიუტერული და ტექნიკის სიახლეების ათვისება და აპრობირება

რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი: ეგოცენტრიზმმა, არათამიმდევრულობამ, გარშემომყოფების მხრიდან თქვენი ტალანტის არ აღიარებამ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა