თეგებით ძიება

როგორ ავღზარდოთ პატარა კურო

ნებისმიერი მშობლის სურვილია მისი შვილი წარმატებული, ღირესული და ჭკვიანი პიროვნება გაიზაროს. თუმცა ბავშვები, იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით ევლინებიან ქვეყანას სხვადასხვა ფსიქო-ტიპის მქონე ინდივიდებად შეიძლება ჩამოყალიბდნენ. თითოეულ მათგანს კი განსაკუთრებული მიდგომა და კომუნიკაციის ფორმა ესაჭიროება მშობლის მხრიდან.

დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელშიც თითოეული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელის აღზრდა-განვითარების საკითხზე ვიმსჯელებთ დეტალურად.



როგორ აღვზარდოთ პატარა კურო

კურო მიწის სტიქიის ნიშანია. ამიტომ, პატარა კუროები ძალიან მყარი ფსიქიკით, სიჯიუტით და თავისნათქვამობით გამოირჩევიან. კუროები პატარაობიდანვ გურმანები და კომფორტის მოყვარულები არიან. ამიტომ პირველი, რითაც იგი უნდა უზრუნველყოთ, არის კარგი კვება და მყუდრო ოჯახური ატმოსფერო, საიმისოდ რომ მისგან მომავლში გაწონასწორებული და მშვიდი პიროვნება ჩამოყალიბდეს. თუმცა, სიჯიუტის გამო, რომელიც კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს განსაკუთრებით ახასიათებს, მასთან ვერც ჩვილობისას ვერც დიდ ასაკში ვერაფერს მიაღწევთ დაძალებით, იძულებით ან თითის ქნევით. აი, ერთი ორი ტკბილი სიტყვის შემდეგ კი თქვენი შვილი ბოჩოლასავით კუნტრუშით გამოგყვებათ უკან.

დაიმახსოვრეთ, – სითბოზე სითბოთი პასუხი კუროს მთავარი თვისებაა. მასზე ნებისმიერი სახით ზეწოლას კი შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. კურო ბუნებით მატერიალისტი და მესაკუთრე ნიშანია, ამიტომ პატარა ასაკიდან უნდა მიაჩვიოთ იგი სხვებთან საკუთარი "ქონების" გაზიარებას. ამის სწავლება მისთვის ჩვეულებრივი კანფეტების უმცროსი და-ძმისთვის განაწილებით დაიწყეთ. კურო ვენერას შვილია – ხელოვნების მფარველი პლანეტის. ამიტომ პატარა კუროს აუცილებლად უნდა შეუმოწმოთ სახელოვნებო მონაცემები და თუ ნიჭი აღმოაჩნდა (რაც სავარაუდოა!), შეუწყოთ ხელი მის განვითარებაში. ასწავლეთ მას მოთოკოს ღორმუცელობა – განსაკუთრებით კი ტკბილეულის სიყვარული, რათა დიდ ასაკში ჭარბი წონის პრობლემებმა არ შეაწუხოს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა