თეგებით ძიება

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ეცადეთ, ემოციების გამო შეცდომები არ დაუშვათ. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს და შეცდომების გამოსასწორებლად გამოცდილ მეგობრებს მიმართეთ.

კურო
თქვენ გარშემო მოვლენების "დუღს" და გვერდზე დგომას ვერ მოახერხებთ. იყავით აქტიური. პირად ურთიერთობებში იდილია დაიმსახურებს. ეცადეთ, არ გაჯიუტდეთ.

ტყუპი
გართობასა და საქმეებს შორის შეიძლება ეს უკანასკნელი აირჩოთ, მაგრამ ნურც დასვენებასა და მხიარულებაზე იყვით უარს. ნუ შეიძენთ ელექტრონივთებს.

კირჩხიბი
ემოციები სახეზე გაწერიათ. ეცადეთ, იყოთ მშვიდი და გაწონასწორებული. ნუ წამოიწყებთ ახალ, საშიშ საქმეებს. მოერიდეთ სპორტულ, ტექნიკურ და სამედიცინო ექსპერიმენტებს.

ლომი
უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ ზოგჯერ სხვისი წესებით მოგიწევთ თამაში. ახლობლების ქცევამ შეიძლება გული გატკინოთ. ნუ ეცდებით მტრების გამოვლენას, ისინი მალე "გაყიდიან" საკუთარ თავს.

ქალწული
ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეს. მოიმატებს დაძაბულობა მეგობრულ და ოჯახურ კავშირებში. სიმპათია შეიძლება რომანში გადაიზარდოს.

სასწორი
მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, ფიზიკურ გადაღლას. საყვარელი ადამიანის ან მშობლების ჭირვეულობას მოთმინებით შეხვდით.

მორიელი
მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. რთულ სიტუაციებში არ დაკარგოთ "თავი". დახმარებას სრულიად უცხო ადამიანებისგან მიიღებთ. პირადი გრძნობები კი კიდევ უფრო გამყარდება.

მშვილდოსანი
ყველა ახალ საქმიანობას ახლავს სიურპრიზები. გახსოვდეთ, რომ ცუდი გამოცდილება საუკეთესო მასწავლებელია. თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

თხის რქა
ემოციები მაქსიმალურად უნდა მოთოკოთ და ცივი გონებით იმოქმედოთ. ნუ გაერთიანდებით იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც კარგად არ იცნობთ. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს სხვადასხვა სფეროში.

მერწყული
დასვენებას ნაკლებად შეძლებთ. შეიძლება საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებამაც მოგიწიოთ. რომანტიკულ ურთიერთობებში ბზარს მშვიდად შეხვდით. შეიძლება გიღალატოთ აპარატურამ.

თევზები
დღეს უნდა დაისვენოთ, დატკბეთ ჰარმონიით. სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესება თუ გსურთ, პარტნიორთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. თუმცა, სიახლეები და ორიგნალურობა არ გეკრძალებათ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა