თეგებით ძიება

ვენერა ზოდიაქოს ნიშნებში - ვენერა კირჩხიბში

ნებისმიერი ადამიანის რუკა, მისი დაბადების მომენტში ვარსკვლავების მიერ ბოძებულ პოტენციალზე მეტყველებს. თუმცა იმას, თუ რამდენად განვავითარებთ ან შევასუსტებთ მნათობების მიერ მონიჭებულ ამა თუ იმ ნიჭს ან შესაძელბლობას მთლიანად ჩვენივე ძლიერი ნება განაპირობებს. უმაღლესი პლანეტები რუკაში (მზე – ცნობიერი, მთვარე – ქვეცნობიერი, მერკური – აზროვნება და ა.შ.) ჩვენში არსებულ სახასიათო შტრიხებზე მეტყველებენ. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი სიყვარულის უნარი და პირად ურთიერთობაში გონივრულად მოქმედების ნიჭია. თუმცა, იმის მიხედვით, თუ სად, რომელ ზოდიაქოში და სახლშია განთავსებული პირადი კოსმოგრამის მიხედვით პლანეტა ვენერა, შესაძლებელი ხდება ვივარაუდოთ ამა თუ იმ ინდივიდის პირადი ცხოვრების პერიპეტიები. მისი მიდრეკილებები, სიმპათიები და გამოხატვის ფორმა ემოციური კუთხით. როცა საქმე სიყვარულს ეხება...




ვენერა კირჩხიბის ზოდიაქოში

ადამიანი, რომლის პირად ჰოროსკოპშიც ვენერა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანშია განთავსებული სიყვარულში გამოუსწორებელი იდეალისტია. მას უყვარს ცხოვრებით ტკბობა, იქნება ეს კარგი საჭმელ-სასმელი, ლამაზი სამოსი თუ კომფორტული გარემოს მოწყობა თავის გარშემო. ადამიანი ვენერას მდებარეობით კირჩხიბში, ძალიან მგრძნობიარე და ემოციურად მოწყვლადი პიროვნებაა. მას წვრილმანებზე სტკივა გული და იბუტება. თუმცა ცდილობს საკუთარ თავში ეს თვისება ოსტატურად შენიღბოს. საამისოდ იგი საქმიან იმიჯს იქმნის, ან ისე იქცევა თითქოს არც არაფერი მომხდარა. მაგრამ გულის სიღრმეში ჩარჩენილი წყენა არ აძლევს საშუალებას, რომ ინტერესის ობიექტთან ძველებური უშუალობით გააგრძელოს ურთიერთობა. თუმცა არც ღია საუბრაზე მოდის. ვენერა კირჩხიბს უყვარს სახლი და დიდ დროს უთმობს ოჯახური სიმყუდროვის მოწყობას. ზოგადად, ფინანსური და ოჯახური სიმყუდროვე მთავარი ფაქტორია ამ ადამიანისთვის საიმისოდ, რომ თავი მშვიდად იგრძნოს. ვენერას ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ძალიან ერთგულია, კარგად ეხერხება სხვებზე ზრუნვა და გააჩნია თავისებური, ერთი შეხედვით ნაკლებად თვალშისაცემი ქარიზმა. რომელიც მასთან ურთიერთობისას ეტაპობრივად ვლინდება. ამიტომ პარტნიორი ამ ადამიანს დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ეჯაჭვება და უჩნდება სიმპათიები, ვიდრე ნაცნობობის პირველ ეტაპზე. ვენერა კირჩხიბში ემოციური, მგრძნობიარე და მოსიყვარულე პარტნიორია. ასეთ ადამიანს პარტნიორის მიმართ უფრო მშობლურ-მზრუნველობითი დამოკიდებულება უჩნდება, ვიდრე მხოლოდ და მხოლოდ სასიყვარულო. ამიტომ ამ უკანასკნელისგან იგი ბოლომდე გახსნას და გულწრფელობას ითხოვს. თუ ეს ასე არ ხდება ან პარტნიორი გაცილებით უფრო თავისუფლებისმოყვარე ნიშანში ფლობს ვენერას, ვენერით კირჩხიბი ეჭვიანი და პრეტენზიული ხდება მისი მისამართით. იმ შემთხვევაში თუ ვენერას დაძაბული ასპექტები გააჩნია და დაზიანებულია რუკაში, ვენერას ამ კომბინაციის მფლობელს ახასიათებს ზემგრძნობადობა, დეპრესიამდე მისული სენტიმენტალურობა და ეჭვიანობის მძაფრი გამოხატულება. ასევე შესაძლოა მან აირჩიოს პარტნიორი, რომელიც არ არის მისაღები მისი ოჯახისთვის, რის შედეგადაც იგი ორად იქნება გახლეჩილი საყვარელ ადამიანსა და ოჯახის ინტერესებს შორის.

წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა