თეგებით ძიება

ვენერა ზოდიაქოს ნიშნებში - ვენერა ვერძში

ნებისმიერი ადამიანის რუკა, მისი დაბადების მომენტში ვარსკვლავების მიერ ბოძებულ პოტენციალზე მეტყველებს. თუმცა იმას, თუ რამდენად განვავითარებთ ან შევასუსტებთ მნათობების მიერ მონიჭებულ ამა თუ იმ ნიჭს ან შესაძელბლობას მთლიანად ჩვენივე ძლიერი ნება განაპირობებს. უმაღლესი პლანეტები რუკაში (მზე – ცნობიერი, მთვარე – ქვეცნობიერი, მერკური – აზროვნება და ა.შ.) ჩვენში არსებულ სახასიათო შტრიხებზე მეტყველებენ. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი სიყვარულის უნარი და პირად ურთიერთობაში გონივრულად მოქმედების ნიჭია. თუმცა, იმის მიხედვით, თუ სად, რომელ ზოდიაქოში და სახლშია განთავსებული პირადი კოსმოგრამის მიხედვით პლანეტა ვენერა, შესაძლებელი ხდება ვივარაუდოთ ამა თუ იმ ინდივიდის პირადი ცხოვრების პერიპეტიები. მისი მიდრეკილებები, სიმპათიები და გამოხატვის ფორმა ემოციური კუთხით. როცა საქმე სიყვარულს ეხება...


ვენერა ვერძის ზოდიაქოში (დატყვევებული ვენერა)

გამომდინარე იქედან, რომ ვენერა ზოგადად სასწორის მმართველი პლანეტაა, ვერძი კი სასწორის ოპზიციურ ნიშანს წარმოადგენს, ვენერას ამგავრი მდებარეობა არც თუ ჰარმონიულ კომბინაციად ითვლება. ადამიანს, რომელსაც ვენერა ვერძის ზოდიაქოში აქვს განთავსებული მიუხედავად იმისა, რომ ვნებიანი, ქარიზმატული, მომხიბვლელი და ენერგიულია, გარკვეული ნერვოზულობა, ცვალებადობა და აგრესიული ქცევის მანერაც ახასიათებს. ამიტომ პირად ცხოვრებაში კონფლიქტურობის კოეფიციენტი ვენერა ვერძის შემთხვევაში ძალზე მაღალია. მისი სიხისტე, უტაქტო გამონათქვამები და დაუკვირვებელი საქციელი ხშირად აიძულებს მასზე გაცილებით უფრო ემოციურ პარტნიორს, თავი შორს დაიჭიროს მისგან. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ასეთი ადამიანი ხშირად ვერც ხვდება რატომ არჩევენ სხვები დისტანციის დაჭერას მასთან.
ვენერა ვერძი ბუნებით გულღია, ბავშვური და მეამიტია. ამიტომაც ახასიათებს გარკვეული ინფანტილურობა სიყვარულში. იმ შემთხვევაში თუ ვენერა დაზიანებულია (გააჩნია დაძაბული ასპექტები დამსჯელ პლანეტებთან), ადამიანი ნაადრევად და სრულიად გაუაზრებლად იღებს ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას. თუმცაღა ოჯახის შენარჩუნებაზე შემდგომში ნაკლებად ზრუნავს და პირველივე წინააღმდეგობის გაჩენისას დაუფიქრებლად ანგრევს მას. სასურველია, ვენერის ამ მდებარეობის მქონე ადამიანმა, საკუთარ თავში სხვათა გრძნობების გაგება-დაფასების უანრი გააძლიეროს, მეტი მოთმინებით და ლოიალურობით მოეკიდოს ზოგადად პარტნიორულ ურთიერთობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირადი ცხოვრების პრობლემატურობის საკითხი, მის დღის წესრიგში სულ იქნება.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა