თეგებით ძიება

როგორ გაართოთ თქვენი პატარა - თევზები

თუკი პატარებს დააკვირდებით, ალბათ შეამჩნევთ რომ ზოგიერთ ბავშვს, ეზოში თანატოლებთან სირბილი უყვარს, ზოგი თავისთვის წყნარად ერთობა კონსტრუქტორის შენებით, ზოგი კი ფერადი ფანქრების და სუფთა ფურცლის დანახვაზე ხდება დამყოლი და მშვიდი. ასტროლოგებს კი მიაჩნიათ, რომ იმის მიხედვით, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას, ოჯახის პატარა წევრს შეგიძლიათ შესაფერისი გასართობი უპრობლემოდ შეურჩიოთ.


თუკი ოჯახში პატარა თევზები გეზრდებათ


თევზები უაღრესად სენსიტიური და ცვალებადი ნიშანია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ პატარას ძალიან უყვარს ოცნება, ამიტომ მის გასართობად ნებისმიერი მეთოდი გამოდგება, თუკი ამით მისი ფანტაზიის გავარჯიშება იქნება შესაძლებელი. თევზი ბავშვი აღტაცებაში მოჰყავს ხატვას (განსაკუთრებით ნახატების გაფერადებას), რბილი სათამაშოებით სახლობანას თამაშს და ცხოველებთან ურთიერთობას. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თევზები მუსიკალური ნიშანია, ამიტომ ურიგო არ იქნება თუ მას ბავშვობიდანვე შეურჩევთ საყვარელი სიმღერების ფლეილისტს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა