თეგებით ძიება

როგორ გაართოთ თქვენი პატარა - მერწყული

თუკი პატარებს დააკვირდებით, ალბათ შეამჩნევთ რომ ზოგიერთ ბავშვს, ეზოში თანატოლებთან სირბილი უყვარს, ზოგი თავისთვის წყნარად ერთობა კონსტრუქტორის შენებით, ზოგი კი ფერადი ფანქრების და სუფთა ფურცლის დანახვაზე ხდება დამყოლი და მშვიდი. ასტროლოგებს კი მიაჩნიათ, რომ იმის მიხედვით, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას, ოჯახის პატარა წევრს შეგიძლიათ შესაფერისი გასართობი უპრობლემოდ შეურჩიოთ.




თუკი ოჯახში პატარა მერწყული გეზრდებათ


ჰაერის სტიქიის გავლენით დაბადებული ამ პატარა, ჰიპერაქტიური არსებისთვის აუცილებელია, რომ გასართობი შემეცნებითი ხასიათის იყოს. მერწყული ხომ ცოცხალი კითხვის ნიშანია. ამიტომ, ზოდიაქოს ამ ნიშნის ბავშვს ძალიან მოეწონება სხვადასხვა სახის ინტელექტუალური თამაში, საინტერესო კონსტრუქტორი ან ფაზლების მეშვეობით ორიგინალური კომპოზიციების შენება. არანაკლებ გაახარებს მას, 3D განზომილების თამაშები ან ოთხფეხა მეგობარზე ზრუნვა. მაგალითად, დიდი სიამოვნებით იყოლიებს იგი სახლში ზაზუნას, რომელსაც ნაირ-ნაირ ფოკუსებს შეასწავლის.

წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა