თეგებით ძიება

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მშვიდი, გაწონასწორებული დღე გელით. დილიდან გაიუმჯობესეთ განწყობა. ეცადეთ, არ გადაიღალოთ და მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე.

კურო
დღეს დაისვენეთ, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. მეტი დრო დაუთმეთ პირადი ნივთების მოწესრიგებას, სახლის დალაგებას.

ტყუპი
დაივიწყეთ ყველა უსიამოვნება და დღე პოზიტიურად დაიწყეთ. კარგი დღეა მიმოწერისთვის, აზრთა გაცვლისთვის.

კირჩხიბი
დღეს უნდა დაისვენოთ, რადგან ორშაბათიდან, საქმეების გამო, შეიძლება ამოსუნთქვის საშუალება არ გქონდეთ. მოიცილეთ უსიამოვნო ფიქრები.

ლომი
თუ პარტნიორთან ან მეგობართან ურთიერთობის გაწყვეტა გსურთ, მაქსიმალურად დიპლომატიურად და რბილად უნდა იმოქმედოთ. საკუთარი იდეები ჭკვიან ადამიანთან ერთად განიხილეთ.

ქალწული
მეტი დრო დაუთმეთ საიამოვნო პროცედურებს, სილამზეს, ჰარმონია. გადადგით პირველი ნაბიჯი და გააუმჯობესეთ ურთიერთობა თქვენზე განაწყენებულ მეგობართან, მეუღლესთან.

სასწორი
რაც უფრო მშვიდი იქნებით და ემოციებს მოთოკავთ, მით უკეთესია. გაიუმჯობესეთ განწყობა, დაისვენთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

მორიელი
მშვიდად გაატარეთ დღევანდელი დღე. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. სასურველია, განმარტოვდეთ, ან მშვიდ გარემოში დაისვენოთ.

მშვილდოსანი
სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. კარგი დღეა თქვენზე განაწყენებულ მეგობართან შესარიგებლად.

თხის რქა
ბოლომდე დასვენებას და მოდუნებას ვერ შეძლებთ. მეტად გამოავლინეთ კარგი მანერები და ხშირად გაიღიმეთ. სხვა დღისთვის გადადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა.

მერწყული
მოერიდეთ ჭორების გავრცელებას. საქმიანი შეხვედრები მეგობრულ გარემოში დაგეგმეთ. კარგი დღე ელით უცხოელებთან მომუშავე ნიშნებს.

თევზები
მოთოკეთ ემოციები. განსაკუთრებით, ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას. გადახედეთ დაძაბულ ურთიერთობებს ახლობლებთან. გამოიტანეთ სწორი დასკვნები.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა