თეგებით ძიება

მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში - მთვარე მშვილდოსანში

მათთვის, ვინც ასე თუ ისე ერკვევა ასტროლოგიაში, კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ ადამიანის ძირითად სახასიათო შტრიხებს მზის (ცნობიერი) და მთვარის (ქვეცნობიერი) კონფიგურაციები აყალიბებს. ამიტომ, რაც უფრო ჰარმონიულია პიროვნების ნატალურ რუკაში მზე-მთვარის კომბინაცია (განლაგებულია ისინი ერთი და იმავე ან მონათესავე სტიქიაში), მით უფრო გაწონასწორებულ და ჰარმონიულ ინდივიდთან გვაქვს საქმე.

თუმცა, მოდით, უფრო დეტალურად გავეცნოთ მთვარის მდებარეობას ნიშნებში:

მთვარე მშვილდოსნის ზოდიაქოში

ადამიანი, რომელსაც მთვარის ამგვარი მდებარეობა გააჩნია დაბადების რუკაში ბავშვურად ალალი, გულუბრყვილო და გამოუსწორებლად ოპტიმისტია. მას ხშირად უჭირს გაარჩიოს ერთმანეთისგან ცუდი და კარგი. ამიტომ, როგორც წესი, უპირობოდ ენდობა ადამიანებს სურვილით, მათში მხოლოდ დადებითი მხარე დაინახოს. თუმცაღა მისი ამ საქციელის მიზეზი ზოგჯერ ისიც არის, რომ მთვარით მშვილდოსანი გარშემო მყოფებს ხშირად საკუთარ "დანამატად" აღიქვამს, ამიტომაც ცდილობს იგი ყველა ჯურის ნაცნობთან უშუალო კომუნიკაციაში შესვლას და მათთან საერთო ენის გამონახვას. ასეთ ადამიანს არ უყვარს მარტოობა და სიამოვნებით აკეთებს ნებისმიერ საქმეს თუკი კომპანიონებითაა გარემოცული. ზოგადად იგი "გუნდური მოთამაშე" უფროა ვიდრე მარტოხელა მებრძოლი. ამიტომ მეგობრების გარეშე საკუთარი არსებობა, ალბათ არც ერთ მთვარით მშვილდოსანს არ წარმოუდგენია თუ მის მთვარეს რაიმე განსაკუთრებული სახის დაზიანებები არ აღენიშნება პირად კოსმოგრამაში.

იგი გულღია, ხმაურიანი და ოპტიმისტი ნატურაა. მის ხასიათში არის გარკვეული ინფანტილიზმი, რომელიც როგორც წესი იშვიათადაა გამაღიზიანებელი გარშემო მყოფებისთვის. თუმცა მიუხედავად ზემოთ ხსენებული ინფანტილურობისა, მთვარით მშვილდოსანს გააჩნია წინასწარმეტყველების უნიკალური ნიჭი, მას შეუძლია დეტალების სიზუსტით განჭვრიტოს მოსალოდნელი მოვლენები და ამით გააოცოს სხვები. მთვარით მშვილდოსანი ბუნებით მოხეტიალე და მაძიებელია, მის იდეალისტურ ბუნებას ყოველთვის სჭირდება სტიმული საოცნებოდ. მიზანი რომლისკენაც ივლის. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ ისიც, რომ ამ ადამიანებს ხშირად არ ყოფნით ნებისყოფა დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად. მას ძალიან განვითარებული აქვს კინესტეტიკური (ვინმეს შეხებისას მიღებული ენეგრეტიკული ინფორმაცია) აღქმის ნიჭი, ამიტომ მისი დასკვნები იშვიათადაა მცდარი გარშემომყოფთა მიმართ.

მთვარით მშვილდოსანი ვერ იტანს ვერანაირ ქაოსს და მწყობრიდან გამოჰყავს ნებისმიერი სახის ჩახლართულ სიტუაციას. ასეთ დროს იგი გამოძიების წარმოებას როდი იწყებს მთვარით მორიელის ან მთვარით კირჩხიბის მსგავსად, უბრალოდ სამუდამოდ მიატოვებს და დაივიწყებს ამ პრობლემას. ეს არის და ეს. იუპიტერიანელ მთვარეს არასოდეს აქვს სისულელეებზე დასაკარგი დრო, მას ხომ ყველაზე მეტად ჩარჩოები, აკრძალვები და ტაბუირებული საკითხები ეზიზღება ცხოვრებაში.

მთვარით მშვილდოსნები პატარა ასაკიდან ისწრაფვიან ერუდიციისკენ. მათ უმრავლესობას უყვარს წიგნების კითხვა და საკუთარი შთაბეჭდილებების თანატოლებისთვის აქტიურად გაზიარება. ამ ადამიანებს კარგი გადმოცემის უნარი და თხრობის ნიჭი გააჩნიათ, ამიტომ მათგან მშვენიერი პედაგოგები ან ლექტორები გამოდიან მომავალში. მთვარის ამგვარი მდებარეობით დაბადებულ ადამიანებს ასევე უყვართ სპორტი და ზოგადად ფიზიკური აქტივობა. თუმცა ბევრი მათგანი საკუთარ თავში ამ მისწრაფებას, მხურვალე გულშემატკივრის როლით იკმაყოფილებს.

ისინი იმაზე უფრო ემოციურები არიან ვიდრე ეს ერთი შეხედვით მოჩანს და იმაზე გაცილებით უფრო მგრძნობიარენი ვიდრე თავად ამჟღავნებენ. უფრო მეტიც, ამ ხალხს აქვს ძალიან ძლიერი ექსტრასენსორული მონაცემები, რის საშუალებითაც ძალა შესწევთ გავლენა მოახდინონ სხვებზე.

ნებისმიერი მთვარე მშვილდსანი, ბუნებით მასწავლებელი და განმანათლებელია (იუპიტერის ფუნქცია ზოგადად). ამ ხალხის უმრავლესობა დიდ ინტერესს ამჟღავნებს რელიგიის, ფილოსოფიის, პოეზიის, მუსიკის მიმართ. ისინი მუდამ და ყოველთვის სიხარულით ეხმარებიან სხვებს. თუმცა მათ ხასიათში არსებული მოუხეშაობა, ზოგჯერ გაღიზიანებას იწვევს გაცილებით უფრო პედანტურ და წესრიგის მოყვარულ ადამიანებში. ამიტომ მთვარით მშვილდოსნის მთავარი ამოცანაა საკუთარი დღის რეჟიმის და ზოგადად საკუთარი ცხოვრების დალაგება-სისტემატიზირება ისწვალოს. გარკვეულ დისციპლინას მიაჩვიოს თავი.

მამაკაცის ჰოროსკოპში მთვარის ამგვარი მდებარეობა მიანიშნებს იმას, რომ იგი გვიან აიღებს საკუთარ თავზე ქორწინების ტვირთს და ზოგადად პარტნიორულ ვალდებულებებს, გარდა ამისა, მთვარის ეს კომბინაცია ხშირად ნაადრევი სიმელოტის მაჩვენებელიცაა.
ქალის რუკაში კი მთვარე მშვილდოსნის ზოდიაქოში დამოუკიდებლობის განსაკუთრებული სიყვარულის მაჩვენებელია და ხშირად ეს თვისება შესაძლოა უაპელაციო სიჯიუტეშიც გადაიზარდოს. ასეთი ადამიანი დედისგან მაქსიმალურ თავისუფლებას იღებს ბავშვობაში, რის გამოც მომავალში შეზღუდვებს რთულად ეგუება.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა