თეგებით ძიება

უშვილობის პრობლემები და ასტროლოგია

შვილის ყოლის ბედნიერება, ნებისმიერი ადამიანისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ცხოვრებაში. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამ მხრივ ნაკლებად უმართლებთ ან ხანგრძლივი მკურნალობის, ლოდინისა და ნერვიულობის შემდეგ ახერხებენ ნანატრი პირმშოთი გახარებას. თუმცა, როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, ნებისმიერი ჩვენგანის დაბადების რუკა იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, ელოდება თუ არა ამა თუ იმ ადამიანს ცხოვრებაში რეპროდუქტოლოგიური პრობლემები და კონკრეტულად რა სახის ან რამდენად მძიმე. მინიშნებას კი ამის შესახებ, პირველ რიგში შავი მთვარის ანუ ლილიტის განლაგება გვაძლევს პირად ჰოროსკოპში. როგორც ცნობილია, ლილიტი პირველი ფემინისტის სიმბოლოა და იგი თავის დროზე, სწორედ მამაკაცის მიმართ დაუმორჩილებლობის გამო იქნა გაძევებული სამოთხიდან, ხოლო სასჯელად უბედური დედობა ერგო. მისი ყველა პირმშო სასიკვდილოდ იყო განწირული.


Astrologia

ლეგენდის თანახმად, ლილიტი ორგვარი სახით იძიებს შურს – მამაკაცებზე ქალით ცდუნების სახით, ხოლო ქალზე შვილიერების პრობლემის შექმნით. ასტროლოგიურად კი, ლილიტის მდებარეობა ჩვენი განვლილი კარმული პროგრამის ნეგატიური გავლენის ერთ-ერთ მკაფიო მინიშნებას იძლევა. ამიტომ, თუკი ლილიტი ადამიანის პირად კოსმოგრამაში შვილიერების აღმნიშვნელ ლომის ზოდიაქოს იკავებს ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს ცხოვრების მანძილზე აუცილებლად ელის პრობლემა, რომელიც რაიმე სახით ბავშვებთან, შთამომავლობის გაგრძელების ფუნქციასთან იქნება დაკავშირებული. ზოგიერთი ასტროლოგის აზრით, ლილიტის მდებარეობა ლომის ზოდიაქოს ნიშანში, ხშირად ე.წ. "ბავშვის კარმაზე" მიუთითებს, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ეს ადამიანი შესაძლოა თავად იყო წინა ინკარნაციებში საკუთარ სისხლზე და ხორცზე უარის მთქმელი დედა ან მამა. თუმცა, ერთმნიშვნელოვნად "უშვილობის დიაგნოზის" დასმა პიროვნებისთვის, რომელსაც ლილიტი ლომის ზოდიაქოში აქვს განთავსებული ძალზე ნაჩქარევი საქციელია. საიმისოდ, რომ მაქსიმალური სიზუსტით ვიმსჯელოთ ამა თუ იმ ადამიანის რეპროდუქტოლოგიურ პრობლემებზე, არამხოლოდ ლილიტის, არამედ მეხუთე, მეთერთმეტე და მეოთხე სახლების დეტალური ანალიზი და კონფიგურაციების შესწავლაც დაგვჭირდება. მარტივად რომ ვთქვათ, პირადი რუკის კარგი დამუშავების გარეშე, მხოლოდ ლილიტით ვერავის გამოვუტანთ უშვილობის განაჩენს!


Astrologia


თუმცა იმ შემთხვევაში თუ მაინც აღმოაჩენთ თქვენი ან თქვენი ახლობლების ნატალურ რუკაში ლილიტის ასეთ არასახარბიელო მდგომარეობას, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის თუ რომელ სახლშია განლაგებული იგი. ეს იმიტომ რომ სახლი, რომელშიც კონკრეტული პლანეტა მდებარეობს განსაზღვრავს მისი გამოვლენის გზას, სიტუაციას და ფორმას. ასე მაგალითად: ლილიტი ლომში და მეთორმეტე სახლში შესაძლოა მშობიარობისას, მედიკოსების მიერ დაშვებული შეცდომების საფრთხეზე გაფრთხილებდეთ. ხოლო იგივე ლილიტის მდებარეობა მერვე სახლში – ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას მიუთითებს საიმისოდ, რომ ქალმა შვილის გაჩენა შეძლოს (ეს შეიძლება იყოს საშვილოსნოს პათოლოგიები და ა.შ). ზოგადად კი, ლილიტის ლომის ზოდიაქოში განლაგება განურჩევლად იმისა, თუ რომელ სახლში მდებარეობს იგი, ძირითადად გვაძლევს გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ რუკის მფლობელს ეკრძალება აბორტის გაკეთება ადრეულ ასაკში (ხოლო თუ იგი მამაკაცია საკუთარ შვილზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილება!!!). იმიტომ რომ, მას წინა ინკარნაციებიდან გადმოყოლილი ძლიერი ნეგატიური კარმა მოჰყვება თან, რომელიც აუცილებლად იჩენს თავს მომავალში უშვილობის ტვირთის სახით.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა