თეგებით ძიება

როგორ გაართოთ თქვენი პატარა - სასწორი

თუკი პატარებს დააკვირდებით, ალბათ შეამჩნევთ, რომ ზოგიერთ ბავშვს, ეზოში თანატოლებთან სირბილი უყვარს, ზოგი თავისთვის წყნარად ერთობა კონსტრუქტორის შენებით, ზოგი კი ფერადი ფანქრებისა და სუფთა ფურცლის დანახვაზე ხდება დამყოლი და მშვიდი. ასტროლოგებს კი მიაჩნიათ, რომ იმის მიხედვით, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას, ოჯახის პატარა წევრს შეგიძლიათ შესაფერისი გასართობი უპრობლემოდ შეურჩიოთ.


თუკი ოჯახში პატარა სასწორი გეზრდებათ

სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ბავშვები შემოქმედებითები, მუსიკალურები და ძალიან ნიჭიერები არიან. თუმცა, მათთვის გასართობის მონახვისას, აუცილებელია ერთი ოქროს წესისი დაცვა – არასდროს დააყენოთ იგი არჩევანის წინაშე. სასწორისთვის ძალიან ძნელია ორ სასურველ საქმიანობას შორის ერთ-ერთის არჩევა. ამიტომ, დღეს თუ ფერადი ფანქრებით შესთავაზებთ ხატვას, ხვალ საოჯახო სპექტაკლის გამართვის იდეა მიაწოდეთ და ამით გაამრავალფეროვნეთ მისი ესთეტიკური ბუნება.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა