თეგებით ძიება

14 აგვისტო, მთვარის მეოთხე დღე

სამშაბათი, მთვარე გადის სასწორის ზოდიაქოს
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად.
გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან.
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.
არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა.
მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას.
კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ.
ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის.
შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში.
სიყვარულისა და სექსისთვის იდეალური დღეა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი ეგოისტია. საკუთარი მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევს.
მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას.
თმის შეჭრას არ გირჩევთ.
ამ დღის ქვებია: სარდიონიქსი და მწვანე ნეფრიტი.

მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 8:47
მთვარე სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს 8:57

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე სასწორში
გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
ამ დღეს კარგია პლასტიკური ოპერაციების ჩატარება, კბილებზე მკურნალობა.
დღეს იკვებეთ ზომიერად, - არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა.
სასურველია მსუბუქი ვარჯიში სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა