"მაშინ, როცა ტრამპი გამოკითხვას ატარებს, აიკრძალოს თუ არა სოროსი და მისი ფონდი, საქართველოში ანტისახელისუფლებო აქციებს "სოროსის" ფონდი აორგანიზებს" - ნინო წილოსანი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ „საქართველოში ანტისახელისუფლებო აქციებს "სოროსის" ფონდი აორგანიზებს“.
ამის შესახებ წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, სადაც "იმედის კვირის" ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით, „პერფორმანსების ნაწილი, რომლებიც ქუჩებში ეწყობა, როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაორგანიზებული, რეალურად „სოროსის ფონდის“ თბილისის ოფისიდან იმართება“.
"მაშინ, როცა ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოკითხვას ატარებს, აიკრძალოს თუ არა სოროსი და მისი ფონდი, საქართველოში ანტისახელისუფლებო აქციებს „სოროსის“ ფონდი აორგანიზებს“, - წერს ნინო წილოსანი.