თეგებით ძიება

"სამოთხის ვაშლის" გამჭვირვალე მურაბა

ინგრედიენტები
ვაშლი - 1 კგ
შაქარი - 1,200 კგ

მომზადების წესები
გარეცხეთ ვაშლი კარგად, ჩაყარეთ ქვაბში, დააყარეთ შაქარი. გააჩერეთ ასე, სანამ წვენს არ გამოყოფს. იდეაურია, გააჩეროთ მთელი ღამით.
მეორე დღეს დადგით ცეცხლზე და ხარშეთ ვაშლი თავისსავე სიროფში ძალიან დაბალ ცეცხლზე. როგორც კი მასა წამოდუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან, დაადეთ ვაშლს გაშლილი თეფში და ზემოდან სიმძიმა (მაგალითად, წყლით სავსე ქილა).
როცა მასა გაცივდება, დადგით კვლავ ცეცხლზე და ისევ წამოადუღეთ. კვლავ გააციეთ და ისევ დადგით ცეცხლზე. ამჯერად ხარშეთ მურაბა დაბალ ცეცხლზე ადუღებიდან 10 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გაანაწილეთ მურაბა გაასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა