ღუმელში შემწვარი ბადრიჯანი ყველით
ინგრედიენტები
ბადრიჯანი - 1 ცალი
მოცარელა - 250 გ
პარმეზანი, გახეხილი - 1/4 ჭიქა
კვერცხი - 2 ცალი
ტომატის სოუსი - 300 მლ
პურის საფანელი - 1 ჭიქა
ხმელი ორეგანო - 1 ჩ/კ
ხმელი ბაზილიკი - 1 ჩ/კ
ნივრის ფხვნილი - 1/2 ჩ/კ
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
ნედლი ბაზილიკი - სერვირებისთვის
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსზე, დააფინეთ ლითონის გამოსაცხობ ფირფიტაზე ფოლგა და მოასხით ოდნავ ზეითუნის ზეთი. დაჭერით ბადრიჯანი 5-6 მმ სისქის წრეებად, მოაყარეთ კარგად მარილი და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი და შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.
თეთრი პირის საფანელს დაუმატეთ გახეხილი პარმეზანი და ხმელი სუნელები, პლუს ნივრის ფხვნილი, აურიეთ. მეორე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი 1 ს/კ წყალთან ერთად. ამოავლეთ ბადრიჯანი კვერცში, შემდეგ საფანელში და მოათავსეთ ფოლგაზე.
შეწვით ღუმელში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოაბრუნეთ ბადრიჯნის ნაჭრები და შეწვით კიდევ 10 წუთი.
მოასხით თითო ს/კ ტომატის სოუსი თითოეულ ბადრიჯნის ნაჭერს, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი მოცარელა ან სულგუნი და კვლავ შეაბრუნეთ ღუმელში 10 წუთით, სანამ ყველი არ გადნება. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ქორფა ბაზილიკი ან შაშკვლავი.
გემრიელად მიირთვით!