ზარმაცების სალათა ოხრახუშისა და პარმეზანისგან
ინგრედიენტები
ნიორი - 2 კბილი
ზეითუნის ზეთი - 6 ს/კ
ლიმონის წვენი - 1 ს/კ
ქორფა ოხრახუში - 4 კონა (მხოლოდ ფოთლები)
გახეხილი ყველი პარმეზანი - 40-50 გ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
დააბლენდერეთ გაფცქვნილი და დაჭყლეტილი ნიორი და ზეითუნის ზეთი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. კვლავ ათქვიფეთ.
სუფრასთან მიტანის წინ აურიეთ ჯამში წმინდად დაჭრილი ოხრახუში და გახეხილი პარმეზანი და მოასხით ზიეთუნის ზეთისა და ნივრისგან მომზადებული დრესინგი.