ვაზის ფოთლის სამარხვო ტოლმა ბრინჯისა და პიტნის გულსართით!
ინგრედიენტები
ვაზის ფოთოლი (მარინადი) - 200 გ
ბრინჯი - 1 ჭიქა
კამა - 1 კონა
ნედლი პიტნა - 1 კონა
ლიმონი - 0,5 ცალი
მარილი და პილპილი
წითელი წიწაკა, ცხარე - გემოვნებით
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
მომზადების წესები
გარეცხეთ ვაზის ფოთლები, რათა მოშორდეს მარილი და გააშრეთ. მოხარშეთ ბრინჯი, გააგრილეთ. კამა და პიტნა დაჭერით წმინდად, დაუმატეთ ლიმონის ცედრა და წვენი, ასევე ზეითუნის ზეთი. აურიეთ.
მიღებული მასა დაუმატეთ ბრინჯს და კარგად აურიეთ. დაუმატეთ გემოვნებით მარილი და დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით.
გაახვიეთ ბრინჯის ფარში ვაზის ფოთლებში და შედგით მაივარში რამდენიმე საათით. შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!
თუკი მარხვაზე არ ხართ, მიირთვით ნივრიან მაწონთან ერთად.