მურაბა: "ვაშლის თაფლი"
გთავაზობთ ძალიან საინტერესო რეცეპტს, რომელშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ შესახედავად არც ისე მიმზიდველი ვაშლი, ან ნებიესმიერი, თქვენთვის საყვარელი ჯიში.
ამ მურაბას "თაფლს" იმიტომ უწოდებენ, რომ როცა გაცივდება, მასა წელვადი ხდება, როგორც თაფლი. სცადეთ, ის ძალიან გემრიელია და რაც მთავარია, სასარგებლო!
ინგრედიენტები
ვაშლი - 2,5 კგ
ლიმონმჟავა - 0,5 ჩ/კ
შაქარი - 1 კგ
მომზადების წესები
გარეცხეთ ვაშლი და გაჭერით ოთხად. გაფცქვნა და გულების ამოცლა არ გჭირდებათ. მოათავსეთ ჯამში და დაასხით იმდენი წყალი, რომ ვაშლი ოდნავ დაფაროს. დადგით ცეცხზლე მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ კი ხარშეთ იქამდე, სანამ ვაშლი კარგად არ ჩაიხარშება.
გადაიტანეთ ვაშლი საწურზე და როცა მთელი წვენი დაიწურება, გახეხეთ საწურზე რბილობიც.
დაუმატეთ შაქარი, ლიმონმჟავა და აურიეთ. დადგით კვლავ ცეცხზლე და ხარშეთ სქელი სიროფის კონსისტენციის მიღებამდე. შემდეგ კი გაანაწილეთ ცხელ-ცხელი მასა გასტერილებულ ქილებში.