ნამცხვარი "შუ" წითელი მოცხარითა და ნაღების კრემით
ინგრედიენტები
შაქრის პუდრა - 100 გ
მზა შუ - 24 ცალი
ნაღები - 250 მლ
წითელი მოცხარი - 300 გ
ვანილის შაქარი
მომზადების წესები
პირველ რიგში გამოაცხეთ შუ ჩვენი რეცეპტით (იხ. ეკლერის და შუს ცომი - მარტივი და დეტალური რეცეპტი)
მოამზადეთ კრემი: ათქვიფეთ წინასწარ მაცივარში გაციებულ ჯამში ნაღები და 80 გ შაქრის პუდრა, ასევე ვანილის შაქარი. ათქვიფეთ კრემი ხელის ზამბარით ან მიქსერით. დაუმატეთ გარეცხილი, გამშრალი და გარჩეული მოცხარი და აურიეთ.
ფრთხილად მოაჭერით თავი გამომცხვარ და გაციებულ შუს და ამოავსეთ თითოეული შუ კრემით, დააფარეთ ცომის "თავსახური" და მორთეთ ათქვეფილი ნაღებითა და ცოცხალი მოცხარით. მოაყარეთ დარჩენილი შაქრის პუდრა და მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან.
გემრიელად მიირთვით!