თეგებით ძიება

ბულგურის სუპი

ინგრედიენტები
ბულგური - 1 ჭიქა
წყალი - 1 ლ
ნიორი - 2 კბილი
ხახვი - 1 თავი
ტომატპასტა - 2 ს/კ
სტაფილო - 1 ცალი
ლიმონის წვენი - 1 ს/კ
ნედლი პიტნა - 3-4 ტოტი
კარაქი - 50 გ
მარილი და წიწაკა - გემოვნებით

მომზადების წესები
ბულგური მოვხარშოთ, როგორც შეფუთვაზეა მინიშნებული. გადავწუროთ და გავაცივოთ.
ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ კარაქში. დავუმატოთ ტომატი, გახეხილი სტაფილო, ნიორი და ბულგური. დავასხათ
მდუღარე წყალი და წამოვადუღოთ 3-4 წთ. შევკაზმოთ მარილით და წითელი წიწაკით. ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი
პიტნა და ლიმონის წვენი.
გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა