ხრაშუნა დორიტოსები
ინგრედიენტები
კვერცხი - 1 ცალი
პაპრიკა - 1 ს/კ
წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
წიწაკა
წყალი - 50 მლ
პარმეზანი - 100 გ (გახეხილი)
ფქვილი - იმდენი, რომ გამოვიდეს შეკრული გუნდა
მარილი - 2 ჩ/კ
ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები
ფქვილის გარდა ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ ბლენდერში და ავთქვიფოთ. მიღებული მასა გადავიტანოთ ჯამში, ნელ-ნელა
ვუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. მიღებული მასა გადავიტანოთ სამუშაო დაფაზე, გავაბრტყელოთ ძალიან კარგად და
გამოვჭრათ ოთხკუთხედები. შემდეს ეს ოთხკუთხედები გადავჭრათ სამკუთხედებად და ჩავუშვათ ადუღებულ ზეთი. როდესაც ფერს შეიცვლის და კარგად დაიბრაწება, დორიტოები მზადაა. ამოვიღოთ ქაღალდის ხელსახოცზე და გავაცივოთ.