თეგებით ძიება

ნახევარმთვარის ფორმის ნიგვზიანი ნამცხვრები

რას აკეთებთ, როცა რაიმე ტკბილი მოგინდებათ? ბევრი ჩვენგანი მაღაზიაში გარბის ნამცხვრის საყიდლად. ეს ყველაზე სწრაფი და მარტივი მეთოდია დაიკმაყოფილო ტკბილის სურვილი.
მაგრამ ჩვენ გვინდა დაგიმტკიცოთ, რომ შინ, საკუთარი ხელით გამომცხვარი ტკბილეული ბევრად გემრიელია და არც ისე დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.
ინგრედიენტები
კარაქი - 250 გ
შაქრის პუდრა - 200 გ
ფქვილი - 340 გ
ნიგოზი - 100 გ

მომზადების წესები
მოხალეთ მშრალ ტაფაზე ნიგოზი, მოახილეთ კანი და დააქუცმაცეთ.
მოათავსეთ ღრმა ჯამში კარაქი, მიქსერით ათქვიფეთ 150 გ შაქრის პუდრასთან ერთად სქელი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიგოზი და ფქვილი. კარგად აურიეთ, სანამ ცომი ერთგვაროვანი არ გახდება.
გააკეთეთ ცომისგან გუნდა, გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ 1 საათით მაცივარში.
გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსზე, გააკეთეთ ცომისგან ნახევარმთვარის ფორმები და მოათავსეთ პერგამენდაფენილ ლითონის ფირფიტაზე. აცხვეთ 15 წუთი.
შემდეგ გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გემრიელ ჩაისსმას გისურვებთ!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა