თეგებით ძიება

ხბოს ხორცი კომშით - შეფ-მზარეულის რეცეპტით

შეფმზარეულის რუბრიკას ახალი სტუმარი ჰყავს - თორნიკე ლეკვეიშვილი. იგი სასტუმრო "ტერასას" რესტორნის შეფმზარეულია. როგორც თავად ამბობს, თავიდანვე გააზრებული ჰქონდა, რომ კულინარი უნდა გამხდარიყო. კულინარია მისთვის ის სფეროა, სადაც მუდამ გაზაფხულია. თორნიკემ "გემრიელიას" მკითხველს თავისი საავტორო რეცეპტი გაუმხილა. ნიგვზისა და კომშის ტანდემი მართლაც არაჩვეულებრივად ერწყმის ხბოს ხორცს, რომელსაც რბილი და წვნიანი ტექსტურა აქვს შენარჩუნებული.
ინგრედიენტები
ხბოს ხორცი - 200 გ
კომში - ქართული, სურნელოვანი, 150 გ
შაქარი (უმჯობესია ყავისფერი) - 50 გ
ნიგოზი - 70 გ
ზეთი - 10 მლ
დაღერღილი წიწაკა
მარილი და პილპილი
კომშის კომპოტი - ცოტაოდენი
ლიმონი - თხელი ნაჭრები
ნარშარაბი

მომზადების წესები
ხბოს ხორცი ზეთში მოვბრაწოთ. ცოტა ხანში დავუმატოთ თხლად დაჭრილი კომში და ერთად
მოვშუშოთ. 1-2 წუთში დავასხათ ცოტაოდენი კომშის კომპოტი, მოვაყაროთ შაქარი და როდესაც
შაქარი სითხეში გაიხსნება, დაღერღილი წიწაკა, მარილი და პილპილი დავუმატოთ. სანამ
შაქარი კარამელიზაციას დაიწყებს, ტაფა მანამდე გდმოვდგათ ცეცხლიდან და თხლად დაჭრილი ნიგოზი მოვაყაროთ. კერძი ამოვიღოთ ლიმონის ნაჭრებზე, ზემოდან მოვასხათ თავისი სოუსი და ბროწეულის ნარშარაბი.

რჩევა
ამ კერძს ძალიან უხდება ასევე მშრალი აჯიკა. ასევე გემრიელი გამოდის თუ ლიმონის ნაჭრებს
ხბოს ხორცის სოუსში შევბრაწავთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა