ფიფქებიანი ბრაუნი
ინგრედიენტები
ფქვილი - 180 გ
შაქრის პუდრა ვანილით - 100 გ
ყავისფერი შაქარი - 100 გ
თაფლი - 2 ს/კ
კაკაო - 50 გ
კარაქი - 100 გ + ფორმაზე წასასმელად
კვერცხის ცილა - 2 ცალი
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
შოკოლადი - 50 გ
მოსართავად:
შოკოლადის მინანქარი - 100 გ
საკონდიტრო მოსართავი ფიფქები
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ოთხკუთხედი ფორმის ღრმა გამოსაცხობ ფორმაში ჩაფინეთ პერგამენტი, მაღალი კიდეებით.
წაუსვით კარაქი.
გაცერით ფქვილი, დაუმატეთ კაკაო, შაქრის პუდრა და გამაფხვიერებელი.
პატარა ჯამში ჩამტვრიეთ შოკოლადი, დაუმატეთ თაფლი, დაჭრილი კარაქი და დადგით წყლის აბაზანაზე. გაადნეთ, თან ურიეთ. დაუმატეთ ყავისფერი შაქარი.
კვერცხის ცილა ოდნავ ათავიფეთ ჩანგლით, ისე, რომ მიიღოთ ოდნავ აქაფებული ერთგვაროვანი მასა (ძალიან არ ათქვიფოთ).ხის კოვზით ფრთხილად შეურიეთ შოკოლადის მასას.
შემდეგ დაუმატეთ შოკოლადის თხევად მასას ფქვილის მშრალი მასა. აურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი ცომის მასა.
ჩაასხით ცომი მომზადებულ ფორმაში, ოდნავ დაარტყით ფორმა მაგიდის ზედაპირზე, რათა თანაბრად განაწილდეს ცომი და გაქრეს ზედმეტი ბუშტუკები. მოათავსეთ ღუმელის შუა თაროზე და აცხვეთ 25 წუთი.
შემდეგ გააცივეთ ცხაურზე 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ ფრთხილად გადმოიღეთ ფორმიდან და ბოლომდე გააცივეთ ნამცხვარი.
დაჭერით ბრაუნი თანაბარი ზომის კვადრატებად. კვადრატები ოდნავ დააშორეთ ერთმანეთისგან და მოასხით შოკოლადის მინანქარი (იხილეთ რეცეპტი).
მორთეთ ბრაუნის კვადრატები საკონდიტრო ფიფქებით.