ფეტვის ფაფა გოგრით - ასე გემრიელად მომზადებული ფაფა ჯერ არ გაგისინჯავთ!
ინგრედიენტები
ფეტვის ბურღული - 1 ჭიქა
გოგრა, გარჩეული - 500 გ
ადუღებული წყალი - 2 ჭიქა
რძე - 2 ჭიქა
შაქარი - 1 ს/კ
თაფლი - 2 ს/კ
მომზადების წესები
გარეცხეთ ფეტვი, შემდეგ ჩაყარეთ მშრალ ქვაბში.
დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წუალი და გააჩერეთ 5 წუთ.
როცა წყალს შეიწოვს, ჩაასხით ადუღებული რძე და ხარშეთ ფაფა მომზადებამდე.
გაფცქვენით გუგრა, მოაშორეთ კურკები და დაჭერით კუბიკებად. მოაყარეთ გოგრას შაქარი და გააჩერეთ, რომ წვენი გამოუვიდეს.
დაასხით გოგრას წყალი და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ არ დარბილდება.
შემდეგ შეურიეთ გოგრა მოხარშულ ფეტვს და დადგით კვლავ ცეცხლზე. როცა წამოდუღდება, დაუმატეთ თაფლი და გამორთეთ.
გემრიელად მიირთვით!