თეგებით ძიება

ბოსტნეულის კატლეტები სულუგინით და იოგურტის სოუსით

ინგრედიენტები
ყაბაყი, საშუალო ზომის - 2 ცალი
სტაფილო - 2 ცალი
სულგუნი - 500 გ
თეთრი პური - 3 ნაჭერი
კვერცხი - 2 ცალი
ოხრახუში - რამდენიმე ღერი
მწვანე ხახვი - ნახევარი კონა
საფანელი
მარილი და პილპილი
ზეითუნის ზეთი
სოუსისთვის:
წიწაკა ჩილი - 1 ცალი
ნატურალური იოგურტი - 300 გ
პიტნა - 3-4 ღერი
მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი:
გაფცქვენით სტაფილო და ყაბაყი (ყაბაყი გაასუფთავეთ თესლისგანაც) და გახეხეთ ორივე მსხვილ სახეხზე. მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 5 წუთი, რათა ზედმეტი სითხისგან გათავისუფლდეს.
შემდეგ გადაიტანეთ საწურზე, რომ მთლიანად დაიწუროს.
სულუგუნი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და ჯამში აურიეთ გახეხილ ყაბაყსა და სტაფილოსთან ერთად. ჩაახალეთ კვერცხი და ჩააჭერით მწვანილი და მწვანე ხახვი.
პური დააბლენდერეთ და დაუმატეთ ძირითად ინგრედიენტებს. ყველაფერი კარგად აურიეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
გააკეთეთ კატლეტები, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეითუნის ზეთში.
სოუსისთვის წვრილად დაჭერით პიტნა (ან დაფხვენით ხმელი პიტნა) და წიწაკა ჩილი, რომელსაც წინასწარ გაასუფთავებთ თესლიგან. შეურიეთ იოგურტს და დაუმატეთ მარილი.
გაშლილ თეფშზე დაალაგეთ კატლეტები და მოასხით სოუსი. შეგიძლიათ მიიტანოთ სუფრასთან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა