თეგებით ძიება

ორიგინალში ასე მომზადებულ ტეფტელებს - უნივერსალური ქვია... მაგრამ ჩვენ ამ კერძს უნიკალურს დავარქმევდით

ინგრედიენტები
საქონლის ხორცის ფარში
საფანელი - 1,5 ჭიქა
რძე - 1,5 ჭიქა
ნაღები - მაღალპროცენტიანი, 1/4 ჭიქა
დაჭრილი ოხრახუში - 1/4 ჭიქა
მარცვლოვანი მდოგვი - 2 ს/კ
მარილი - 1 ჩ/კ
შავი პილპილი - 1/2 ჩ/კ
დაფქული წითელი წიწაკა - 1/4 ჩ/კ
კვერცხი - 4 ცალი
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ

მომზადების წესები
იმისათვის, რომ მოამზადოთ ტეფტელები, საქონლის ფარშე შეურიეთ საფანელი, რძე, ნაღები, ოხრახუში, მდოგვი, მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა და კვერცხი. აურიეთ ხელით კარგად.
გააკეთეთ ბურთულები, მოათავსეთ პერგამენტდაფენილ გაშლილ ლანგარზე და მოათავსეთ საყინულეში 5-10 წუთი.
მანამდე გაახურეთ ზეითუნის ზეთი სქელძირიან ქვაბში ან ღრმა ტაფაში. გაყინული ტეფტელები მოათავსეთ გახურებულ ზეთში და შეწვით, სანამ ყველა მხრიდან არ დაიბრაწება. შემდეგ გადაიტანეთ ქაღლდის ხელსახოცზე და მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი.
გემრიელად მიირთვით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა