გამომცხვარი კარტოფილი სოკოსა და ქათმის გულსართით
ინგრედიენტები
კარტოფილი - 2 ცალი (მოზრდილი)
ქათმის ფილე - 150 გ
ქამა სოკო - 5 ცალი
კარაქი - 1 ს/კ
გახეხილი ყველი - 1 ს/კ
მარილი და პილპილი
დაჭრილი ოხრახუში - 1 ს/კ
არაჟანი - მოსასხმელად
მომზადების წესები
კარტოფილები ცხელ წყალში ჯაგრისით ძალიან კარგად გავრეცხოთ, გავახვიოთ პერგამენტის ან ფოლგის ქაღალდში და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ დაახლოებით 40 წთ., სანამ მომზადდება.
სოკო და ქათამი წვრილად დავჭრათ. ქათამი შევბრაწოთ ცხიმში, დავუმატოთ სოკო, მარილი, პილპილი და ერთად მოვშუშოთ.
კარტოფილები გავხსნათ, ამოვუღოთ გული და მის მაგივრად ჩავდოთ ყველი, შემდეგ სოკოსა და ქათმის გულსართი, მოვასხათ არაჟანი და მოვაყაროთ ოხრახუში.