თეგებით ძიება

მწვანე ლობიო პომიდვრით და ნიგვზით

ინგრედიენტები
მწვანე ლობიო - 300 გ
ნიორი - 3 კბილი
კვერცხი - 2 ცალი
ოხრახუში - 0,5 კონა
ხახვი - 1 თავი
პომიდორი - 3-4 ცალი
ქინძი - 0,5 კონა
ნიგოზი - 3 ცალი

მომზადების წესები
მწვანე ლობიო დაამტვრიეთ და მოხარშეთ მარილწყალში 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაიტანეთ საწურზე. ლობიოს ნახარში არ გადაღვაროთ.
პომიდორს გადაავლეთ მდუღარე, გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად.
ხახვი დაჭერით ნახევარწრეებად და მოხრაკეთ ზეთში. დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი და თუშეთ 1-2 წუთის განმავლობაში. გადაიტანეთ ტაფაში მოხარშული და გაწურული ლობიო და დაუმატეთ დაახლოებით 1/2 ჭიქა ნახარში. თუშეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ პრესში გატარებული ნიორი, გატარებული ნიგოზი, წმინდად დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი.
ათქვიფეთ კვერცხი ჩანგლით და ჩაასხით ტაფაში. აურიეთ. თუშეთ თავდახურულ ტაფაში იქამდე, სანამ კვერცხი ბოლომდე არ შეკვრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა