თეგებით ძიება

შოკოლადის ძეხვი მარშმელოუთი

ინგრედიენტები
შავი შოკოლადი - 200 გ
კარაქი - 20 გ
პატარა ზომის მარშმელოუ - 40 გ
ფხვიერი ქარხნული ნამცხვარი "პეჩენია" - 40 გ
ფისტაშკები (ფსტა) - 20 გ
შაქრის პუდრა - 3 ს/კ

მომზადების წესები
გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ კარაქი, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეაგრილეთ.
დაამტვრიეთ "პეჩენია" და ჩაყარეთ გამდნარ შოკოლადში. დაუმატეთ ფისტაშკები და მარშმელოუ.
გადაიტანეთ მიღებული მასა საკვების შესაფუთ ცელოფანზე, გადაახვიეთ ძეხვის ფორმად და მოათავსეთ მაცივარში 4 საათით.
სუფრასთან მიტანის წინ, მოახსენით შოკოლადის ძეხვს ცელოფანი, მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაჭერით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა