ახალი ტყემლის საწებელი
ინგრედიენტები
ნედლი ქონდარი - 1 კონა (ესეც გემოვნების მიხედვით)
კამა - 1 კონა (ზოგჯერ არ ამატებენ)
ნიორი - 5-6 კბილი
ომბალო - 1 კონა
ქინძი - 1-2 კონა (უკეთესია აყვავებული, მაგრამ ქორფაც გამოდგება)
ახალი მწვანე ტყემალი - 1 კგ
წითელი წიწაკა
მარილი
მომზადების წესები
გარეცხილი ტყემალი გადავიტანოთ ქვაბში, დავასხათ ცოტა წყალი (ხილს არ უნდა ფარავდეს) და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. რამდენჯერმე ამოვურიოთ ხარშვისას. რომ ჩაითუშება და დარბილდება, გადავწუროთ თუშფალანგზე (წვენი არ გადავაქციოთ) და გავხეხოთ. გავაზავოთ თავისივე ნახარში წვენით სასურველ სისქემდე.
მწვანილი, ნიორი, წიწაკა დავნაყოთ ან ხორცსაკეპში გავატაროთ, დავამატოთ ტყემალს მარილთან ერთად.
ცხარე წიწაკა შეიძლება შეიცვალოს დაფქული წითელი წიწაკით. მწვანე ტყემალი დიდი რაოდენობით შეიცავს პექტინს და გახეხვის შემდეგ შეიძლება ჩასქელდეს. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია, დავუმატოთ ანადუღარი წყალი სასურველი კონსისტენციის მიღებამდე. საბოლოო ჯამში ტყემალი საკუთარი გემოვნებით უნდა შევანელოთ ნივრით, მწვანილით და სხვა სანელებლებით.