ტრიუფელები შვრიისა და ქოქოსის ფანტელით
ინგრედიენტები
შვრიის ფანტელი - 1 ჭიქა
ფინიკი - 15 ცალი
ქოქოსის ფანტელი - 1/2 ჭიქა
კაკაო - 5-6 ს/კ
შოკოლადის დროპსები - 4 ს/კ ან ჩვეულებრივი შავი შოკოლადი
რძე - 1-2 ს/კ
მომზადების წესები
ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ ჩოპერში და ერთგვაროვან მასად ვაქციოთ. ამოვიღოთ თასში და გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წთ. გავაკეთოთ პატარა ზომის ბურთები და ამოვავლოთ კაკაოში.