ქამა სოკო ყველითა და ნივრით
ინგრედიენტები
ქამა სოკო - 500 გ
კარაქი - 2 ს/კ
ნიორი - 2 კბილი
ქინძი - 10 ღერი
გახეხილი ყველი - 100 გ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
სოკო კარაქში დავბრაწოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიორი. გადავიტანოთ თეფშზე და მოვახეხოთ ყველი.
ჟურნალი "გემრიელი"