თეგებით ძიება

"ღააბაქხ ხინგალიშ" ანუ გოგრის ხაჭაპური

ინგრედიენტები
ცომი:
ფქვილი - 1 კგ
სოდა - 1/4 ჩ/კ
მარილი - 1 ჩ/კ
შიგთავსი
გოგრის პიურე
შავი პილპილი - გემოვნებით
შაქარი ან თაფლი - გემოვნებით

მომზადების წესები
ფქვილით, სოდითა და მარილით ვზელთ საშუალოზე ცოტა რბილ ცომს, ვასვენებთ ნახევარი საათით და მისგან პატარა გუნდებს ვაკეთებთ. გოგრის გულს დავუმატოთ გემოვნებით მარილი, შავი პილპილი და შევძინოთ სიტკბო შაქრით ან თაფლით. გამოვაცხოთ პატარა და ძალიან თხელი ხაჭაპურები, ზემოდან კი წავუსვათ ერბო ან კარაქი.

გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა