თეგებით ძიება

ნამცხვარი ,,ჟოზეფინა" - ბებოს რეცეპტებიდან!

ალბათ, ყველას გვახსოვს, როგორ ამზადებდნენ ადრე ამ ნამცხვარს. ჩვენ მას ,,ჟოზეფინას" ვეძახით, ოფიციალურად კი კობლერი ქვია.
ინგრედიენტები
კვერცხი - 4 ცალი
მარგარინი - 400 გ
ვანილი - 1 ცალი
ნებისმიერი ხილის ჯემი
შაქარი - 2 ჭიქა
სოდა ძმრით - 1 ჩ/კ
ფქვილი

მომზადების წესები
კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ. მარგარინი გავადნოთ ცეცხლზე და შიგ ჩავასხათ. დავამატოთ სოდა ძმრით, ვანილი და იმდენი ფქვილი, რამდენსაც შეიზელს (ცომი არ უნდა იყოს ძალიან მაგარი). ცომი გავყოთ 3 ნაწილად და გამოვაცხოთ 3 ცალი ფირფიტა. გამოცხობილ ფირფიტებს ჩამოვაჭრათ გვერდები და სამივე ფენას წავუსვათ სასურველი ჯემი. ბოლო ფენას კი მოვაყაროთ დაფშვნილი ჩამოჭრილი გვერდები.

გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა