24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
იყავით მეტად დაკვირვებული საქმეების, პრობლემების, ინფორმაციების მიმართ. საქმიანი შეთანხმების ან ხელშეკრულებების გაფორმებისას დააკვირდით დეტალებს.
კურო
რაც უფრო დაკვირვებულად იმუშავებთ, მით მეტი შედეგი გექნებათ. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. ნუ ენდობით უცნობი ადამიანების რჩევებს, საეჭვო საიტებიდან შემოთავაზებებს.
ტყუპი
დღეს უმჯობესია, მთელი დრო და ენერგია ერთი საქმის მოგვარებას დაუთმოთ, ვიდრე რამდენიმე ფრონტზე იბრძოლოთ. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან.
კირჩხიბი
საინტერესო შემოთავაზებების დღეა. ეცადეთ, არ გაუშვათ შანსი ხელიდან. წარმატებით განახორციელებთ კარგად მოფიქრებულ პროექტს. ზოგიერთს "ოცნების კოშკების" აგება მოუნდება.
ლომი
დღეს საქმეებისა და ვალდებულებების ნაწილი გარშემო მყოფებსაც გადაუნაწილეთ. პოზიტიურ ინფორმაციებს მიიღებთ. გამონახეთ დრო და წაშალეთ ძველი ელექტრო წერილები, კონტაქტები.
ქალწული
კონტაქტების, საქმეების განახლების დღეა. ეცადეთ, არ გაეხვათ საეჭვო საქმეებში. მოერიდეთ საქმიანობას იმ ადამიანებთან, ვის პატიოსნებაშიც ეჭვი გეპარებათ. გაუგებრობას შეიძლება ჰქონდეს ადგილი ნათესავებთან, კლიენტებთან, მეგობრების მიმართ.
სასწორი
ახალი იდეებით ხართ აღსავსე და მათ განხორციელებაში ახალგაცნობილი ადამიანები დაგეხმარებიან. მარტივად გაართმევთ თავს გასაუბრებას, გამოცდას. შეიძლება მიიღოთ ვიზა ან მიწვევა, რომელსაც დიდხანს ელოდით.
მორიელი
გულახდილი საუბრების დღეა, მაგრამ მოერიდეთ ჭორების გავრცელებას. საქმიან პარტნიორთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. შეთანხმებულად იმსჯელეთ საქმეების გაუმჯობესებაზე.
მშვილდოსანი
საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკებების დღეა, მაგრამ ზოგიერთი დაპირება შეიძლება დაპირებად დარჩეს. ხელშეკრულებები იურისტის მეთვალყურეობის ქვეშ გააფორმეთ.
თხის რქა
დააკვირდით დეტალებს, გარშემო მყოფებს, რომლებთან ერთადაც გიწევთ მუშაობა. მოერიდეთ კონკურენტებთან კამათს. ღიმილი და დიპლომატიურობა რანგით დაბალ კოლეგებთანაც კი გმართებთ.
მერწყული
შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, მოიპოვოთ გავლენიანი ადამიანების კეთილგანწყობა. წარმატებული დღე ელის ჟურნალისტს, ბლოგერს, შუამავალსა და პედაგოგს. გამონახეთ დრო საყვარელი ადამიანისთვის.
თევზები
დღეს ტყუილი და სიმართლე ერთმანეთისგან უნდა განასხვაოთ. დაკვირვება გმართებთ სასამართლო საკითხების, იურიდიული დოკუმენტების მოგვარებისას. ინტუიციას ენდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლექსების, რომანის წერას აპირებთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge