თეგებით ძიება

მთვარის ჰოროსკოპი - 24 - დან 30 სექტემბრის ჩათვლით

ყოველ კვირას მთვარე ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანში გაივლის, ის გავლენას ახდენს ჩვენს გრძნობებზე, სურვილებსა და მოვლენებზე. გაიგეთ რომელ საქმეში გელით წარმატებები და რომელი მათგანის გადადება სჯობს მომდევნო დღისთვის.

24 სექტემბერი, ორშაბათი
მთვარე თევზებში: ხელსაყრელი დღეა ყველასთვის, ვინც მზადაა სხვა ადამიანების დასახმარებლად - სიკეთისკენ ყოველგვარი მისწრაფება დაჯილდოვდება. დღეს ასევე სასიკეთოა მოგზაურობის ან საქმიანი მივლინების დაგეგმვა - წარმატება გზად შეგხვდებათ. ძალების აღდგენის საშუალება, უბრალოდ ფეხით გასეირნებაა.

25 სექტემბერი, სამშაბათი
მთვარე ვერძში: სავსემთვარეობის დღეს გზაზე სიფრთხილე გამოიჩინეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საჭესთან ზიხართ. საერთოდ, მიზანს პირველი ის მიაღწევს, ვინც დღეს არ ჩქარობს. კამათში გამარჯვება და კრიზისული სიტუაციის გადაჭრა მხოლოდ სიმშვიდით შეიძლება. მის შესანარჩუნებლად კი საყვარელ შინაურ ცხოველებთან იკონტაქტეთ, აჭამეთ ქუჩის კატას ან შეხედეთ საყვარელ ძაღლს.

26 სექტემბერი, ოთხშაბათი
მთვარე ვერძში: დღის ატმოსფერო - ბევრი სხვადასხვა ემოცია და მოვლენაა, რის გამოც შესაძლოა წამოწყებული საქმის დასრულება გაგიჭირდეთ, ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია კონცენტრაციის შენარჩუნება. ნუ დაუჯერებთ ფუჭ სიტყვებს და თავადაც ერიდეთ მცირე ტყუილსაც კი. ენერგიული განწყობის შენარჩუნებაში 100% მცენარეული მენიუ დაგეხმარებათ.
Astrologia
27 სექტემბერი, ხუთშაბათი
მთვარე ვერძში: დღეს ბევრს გაუჩნდება საკუთარი დამოუკიდებლობის დემონსტრირების სურვილი. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო იქნება ახლო ადამიანებთან ურთიერთობისას. გამოიჩინეთ დიპლომატიურობა და გამოხატეთ საკუთარი თავი ისე, რომ არ გამოიწვიოთ კონფლიქტი.

28 სექტემბერი, პარასკევი
მთვარე კუროში: დღე საშუალებას გაძლევთ საკმაოდ მოკლე დროში სწრაფად და ეფექტურად წახვიდეთ წინ სხვადასხვა საქმეში. ამისათვის საკმარისზე მეტი ენერგიაა: მნიშვნელოვანია დროზე შეჩერდეთ და არაფერში გადააჭარბოთ. დღეს შესანიშნავად მოქმედებს დეტოქს-პროცედურები და ვეგეტარიანული დიეტა.
Astrologia
29 სექტემბერი, შაბათი
მთვარე კუროში: დასვენების დღის მიუხედავად, გამარჯვებულებს შორის ის იქნება, ვინც საკუთარი საქმეებით იქნება გატაცებული. დღეს ეს საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ თქვენი მოშურნეები გააჩუმოთ და მიიღოთ ის, რაც ახალ ფინანსურ ეტაპზე გადაგიყვანთ, წინსვლა ბიზნესში ან კარიერაში. ძალების აღსადგენად გამონახეთ დრო, რომ დაკავდეთ მედიტაციით, კითხვით ან უბრალოდ გაატარეთ დრო სიჩუმეში.

30 სექტემბერი, კვირა
მთვარე ტყუპში: დღეს ბევრი გაცილებით მარტივად გაიგებს ჯანსაღი აზრის ხმას. ამით უნდა ისარგებლოთ - გაცილებით მარტივი იქნება დაგროვილ საქმეებთან გამკლავება. შესანიშნავ ეფექტს მოგიტანთ კოსმეტიკური პროცედურები და საერთოდ, ჯანმრთელობისა და სილამაზის მოვლის ნებისმიერი მცდელობა. ახალ კვირას ჰარმონიულად რომ შეხვდეთ, გაიხსენეთ ყველაფერი კარგი, რაც გასულმა დღეებმა მოგიტანათ და ნუ დაგავიწყდებათ ამისთვის ვინმეს მადლობა გადაუხადოთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა