თეგებით ძიება

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების, საბინაო საკითხების მოგვარებას. შეიძლება მშობლების მითითებების შესრულებამ მოგიწიოთ. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური წვეულება.

კურო
დღეს შეიძლება გარშემო მყოფების ქცევამ გაგაღიზიანოთ. ზოგიერთს ორიგინალური ნაცნობობა ელის მგზავრობისას. უსიამოვნებების მოსაგვარებლად მიმართეთ მესამე პირს.

ტყუპი
კარგი დღეა საყიდლებისთვის. შეიძლება იმაზე მეტი დახარჯოთ, ვიდრე დაგეგმილი გქონდათ. ზოგიერთი ძვირად ღირებულ სამოსს, ეგზოტიკურ ცხოველს ან საგზურს შეიძენს. ნუ დაიშურებთ ფულს ჯანმრთელობაზე.

კირჩხიბი
თქვენი საქმიანობის ბევრს შურს. ეცადეთ, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ მოშურენეებს, გავლენიანი მფარველის მხარდაჭერით ისარგებლოთ და მეტად ამოქმედდეთ. ეცადეთ, არ გამოავლინოთ ამბიციურობა, არ გააოგნოთ გარშემო მყოფები გამოხდომებით.

ლომი
მარტოს საქმეებთან გამკლავება გაგიჭირდებათ. გვერდით ისეთი ადამიანი უნდა გყავდეთ, ვისი იმედიც ყველა სიტუაციაში გექნებათ. შეძლება დაგჭირდეთ ადვოკატის, სამეგობროს დახმარება ან თუ საზღვარგარეთ იმყოფებით - სათვისტომოს.

ქალწული
ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, თანამოაზრეებთან. პირიქით, გააუმჯობესეთ ურთიერთობა მათთან, ვისთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებთ. საღამოს მოაწყვეთ წვეულება, მეგობრული შეხვედრა.

სასწორი
კარგი დღეა ცვლილებებისთვის ეს შეიძლება იყოს ცხოვრების სტილი, პროფესია. მიზანმიმართულად იმოქმედეთ. გადახედეთ პარტნიორულ ურთიერთობასაც. ცვლილება აქაც შესაძლებელია.

მორიელი
სასიამოვნო სიურპრიზებით მდიდარი დღე გელით. რაც გსურდათ უფრო მარტივად მიიღებთ. ზოგიერთს საზღვარგარეთ ცხოვრების, მოგზაურობის, სწავლის, ბიზნესის დაწყების შანსი მიეცემა.

მშვილდოსანი
დილიდან ამაღლებულ განწყობაზე იქნებით და ცვლილებებსაც მშვიდად შეხვდებით. ზოგიერთს კარდინალური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, ზოგმა რაინდულობა უნდა გამოავლინოს. თუმცა, ზედმეტი რისკი და ეგზალტირებულობა საჭირო არაა.

თხის რქა
გარშემო მყოფებს სურთ, მართლები იყვნენ და ყველა მათ წესებს დაექვემდებარონ. ნუ დაკარგავთ ინდივიდუალურობას და მხოლოდ იმ ადამიანთან დაამყარეთ კავშირი, ვისთანაც საერთო ინტერესები, ჩვევები გაკავშირებთ.

მერწყული
სასიამოვნო მომენტებით აღსავსე დღე გელით, მაგრამ გარჯაც და ხარჯიც გელით. თუ იცით, რა მიზნისთვის იბრძვით, ყველა დაბრკოლებას გადალახავთ. კარგი დღე ელით მედიკოსებს, ვეტერინარებს, რესტავრატორებს.

თევზები
წარმატებული დღე გელით. მოულოდნელობები სასიამოვნოდ შეგიცვლიან ცხოვრებას. ელოდეთ სიურპრიზებსა და საჩუქრებს. ზოგიერთი სურვილის ასასრულებლად ფულის ხარჯვა მოგიწევთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა