თეგებით ძიება

27 სექტემბერი, მთვარის მეცხრამეტე დღე

ხუთშაბათი, მთვარე გადის კუროს ზოდიაქოს
საშიში ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით.
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები.
მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას.
ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად.
მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ.
პასიურად დაისვენეთ.
არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობა. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ.
თმის ვარცხნილობის შეცვლა სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ.
ამ დღის ქვებია: მორიონი, მწვანე ძოწი, ქრიზოლითი.

მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 19:33
მთვარე კუროს ზოდიაქოში გადაინაცვლებს 11:15

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე კუროში
მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე.
ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
დღეს კარგია ცურვა, საუნა.
რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა