თეგებით ძიება

ყველაზე „მწარე“ ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა საკუთარი თავის ფასი იციან, შეუძლიათ საკუთარი აზრის დაცვა და არასდროს დუმან. ესენი არიან „ქალები წიწაკით“, ტემპერამენტიანები, რომელთა გამოხედვა მწველია.

მორიელი
ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს ჰგავს, რომელსაც შეუძლია შუაზე გაგჭრათ. ისინი ვნებიანი, ტემპერამენტული, მხურვალე ქალები არიან. ამასთან ცივი, იდუმალი და დისტანციური ნიშანია. ისინი ნამდვილად არიან „ქალები წიწაკით“. არასდროს იცი რას უნდა ელოდო მათგან. ერთდროულად საშიშ და მიმზიდველ უცნობს ერთი შეხედვით შეუძლია სამუდამოდ მოიპაროს თქვენი გული.

ვერძი
ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი ძალიან ტემპერამენტული, დამოუკიდებელია. ის არ გაჩუმდება, თუ რაღაც არ მოსწონს. თუ მიზანს დაისახავს, სასურველს აუცილებლად მიაღწევს. ეს წარმოუდგენლად ქარიზმატული, მიზანდასახული და ბუნებით ამაყი ნიშანია. ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს შეუძლია მწარე ენა ჰქონდეს და არაფრის ეშინია.

მშვილდოსანი
მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები გარშემო მყოფებს ხშირად აოცებენ პირდაპირობითა და დამოუკიდებლობით. ეს ნათელი, ამაყი, ტემპერამენტული ნატურები არიან, რომლებსაც არ აშინებთ საკუთარი თავის გამოხატვა და მათი თამაშის წესების კარნახი. ქალი მშვილდოსანი მარადიული დღესასწაული და არაპროგნოზირებადია. არიან დამოუკიდებელი იდეალისტები, რომლებსაც მთელი სამყაროს გამოწვევა შეუძლიათ.

ლომი
ქალი ლომი სწორედ „წიწაკიანი ქალია“. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ გარეგნულად შესანიშნავი ხასიათის პიროვნებებად მოგაჩვენოთ თავი, თუმცა ამ ტემპერამენტული ნიშნის სულში დიდი ვნებები და ქარიშხლები მძვინვარებს. ის ტემპერამენტული და ჭირვეულია - ჭეშმარიტი ქალი, რომელმაც საკუთარი თავის ფასი კარგად იცის. ქალ ლომს შეუძლია ქარიშხალივით მძვინვარებდეს და თავს აჩვენებდეს ისე რბილად, როგორც ჟელეა.

მერწყული
არასდროს იცი რას უნდა ელოდო მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალისგან. მას შეუძლია სასიამოვნოდ გესაუბროთ, ერთ საათში კი აღარც კი ახსოვდეთ. ის ძალიან არაპროგნოზირებადი, ტემპერამენტული და მსუბუქი ნატურაა. არაფერს აკეთებს ისე, როგორც ყველა. მერწყული ეკუთვნის სამყაროს და ამავე დროს არავის ეკუთვნის. ქალი მერწყული დამოუკიდებელი, ოპტიმისტი, სასიამოვნო და მიუწვდომელი ქალია. ის „წიწაკიანი ქალი“, ნებისმიერი მამაკაცის ოცნება, თავისუფალი ჩიტია, შეუძლია სხვების გაოცება და წამიერად აორთქლება.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა