თეგებით ძიება

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილიდან პოზიტიურ განწყობაზე იქნებით. მოაწესრიგეთ საყოფაცხოვრებო და იურიდიული საკითხები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეუღლესთან. საღამოს საოჯახო წვეულებას არ გამოაკლდეთ.

კურო
დღეს გარშემო მყოფებს უფრო უნდა ასიამოვნოთ, ვიდრე საკუთარ თავს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელი ადამიანის მშობლებთან. მეტად გამოავლინეთ თქვენი კულინარიული შესაძლებლობები.

ტყუპი
კარგი დღეა საყიდლებისთვის. შეიძლება თავადაც მდიდრული საჩუქარი მიიღოთ. მოიმატებს მადა, ინტერესი უცხო ქვეყნის სამზარეულოსადმი.

კირჩხიბი
დღეს უამრავი გეგმა და იდეა გაქვთ განსახორციელებელი, მაგრამ ყველაფერი თქვენს მონდომებასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. არ გამოაკლდეთ საღამოს საოჯახო წვეულებას.

ლომი
დღეს დახვეწილი მანერები და გემოვნება უნდა გამოავლინოთ. თუ საზღვარგარეთ იმყოფებით, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება თანამემამულეებთან. საღამოს დაესწარით შოუს, კონცერტს.

ქალწული
დღეს სწორად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და დაისახეთ სამომავლო გეგმები. კარგი დღეა ნათესავების დასახმარებლად, საქველმოქმედო აქციის მოსაწყობად.

სასწორი
სადილი და ვახშამი შეიძლება საქმიან შეხვედრაში გადაიზარდოს და პირიქით. მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, როგორ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, საქმიან შემოთავაზებას.

მორიელი
მთელი დღე დაწყებული საქმეების დასრულებას, მუშაობას უნდა დაუთმოთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი კულინარიული შესაძლებლობები. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება, საყვარელი ადამიანი გაფასებთ.

მშვილდოსანი
ენერგიული ემოციური და მგრძნობიარე ხართ. კარგ შედეგს მიაღწევთ სპორტში, სასიყვარულო კონტაქტებში, კულტურულ ღონისძიებაში. შეიძლება თქვენზე დიდი გავლენა მოახდინოს მუსიკამ.

თხის რქა
უარი არ თქვათ მიპატიჟებაზე, დაესწარით კულტურულ ღონისძიებას, მეგობრულ ან ნათესაურ შეხვედრას. ნუ მიიღებთ ძვირფას საჩუქრებს უცხოსგან. მოერიდეთ სასიყვარულო ავანტიურას.

მერწყული
ნუ იზარმაცებთ, ეცადეთ, კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ გარშემო მყოფებზე, უცხოებზეც კი. მეგობრული შეხვედრა, პაემანი ან გემრიელი ვახშამი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

თევზები
გამოუცდელ და გულუბრყვილო ნიშნებს ვიღაც საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს. მოერიდეთ ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებას, უცხოებთან გულახდილობას, ნუ ენდობით მათ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა