29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დილა მშვიდი საქმეების შესრულებას დაუთმეთ. საღამოს გართობა და შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოგინდებათ. თუ სპორტის ექსტრემალური სახეობით ხართ დაკავებული, მეტად იზრუნეთ პირად უსაფრთხოებაზე.
კურო
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას შვილებთან ოჯახის წევრებთან. ფინანსების გამო არ იკამათოთ საყვარელ ადამიანთან.
ტყუპი
დღეს უმჯობესია, დაისვენოთ და არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მოერიდეთ ექსტრიმს, ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას.
კირჩხიბი
ნუ იკამათებთ ოჯახის წევრებთან. დაივიწყეთ უსიამოვნო ფიქრები. დღეს მეუღლესთან შეთანხმებულად შეადგინეთ შვილების სწავლის, მკურნალობისა და განვითარების ხარჯი.
ლომი
დილას ნუ დაგეგმავთ მგზავრობას, საყიდლებს. დღეს მწარე სიმართლე უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე ტკბილი ტყუილი. თქვენი მთავარი მტერი სიზარმაცე და მოწყენილობაა.
ქალწული
შეიძლება საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებამ მოგიწიოთ, რაც შეგიცვლით ცხოვრების ჩვეულ წესს. საღამოს მეგობართან გულითადი საუბარი ან საინტერესო წიგნი განწყობას გაგიუმჯობესებთ.
სასწორი
საღამოს განწყობაც და სიტუაციაც უკეთესობისკენ შეგეცვლებათ. გაფრთხილდით, არავინ ჩაგითრიოთ ავანტიურაში. საყვარელ ადამიანს ერთგულებაზე გამოცდით.
მორიელი
დღეს მეტად დაკვირვებული და ფრთხილი უნდა იყოთ. შეიძლება წარსულში გაკეთებული კეთილი საქმე ბოროტულად შემოგიბრუნდეთ უკან. საყვარელ ადამიანს ეჭვიანობის მიზეზს ნუ მისცემთ.
მშვილდოსანი
დილას ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს, შეხვედრებს. იყავით გამარჯვებაზე ორიენტირებული და მარტივად დაძლევთ სირთულეებს. საღამოს პირად გეგმებს უცხო ადამიანებს ნუ გაუმხელთ.
თხის რქა
დაკვირვება გმართებთ ახალი საქმეების დაწყებისას, ხელშეკრულებების გაფორმებისას. ნუ ხართ პესიმისტურად განწყობილი, როცა ფინანსებსა და სიყვარულზე ფიქრობთ. არც ისე ცუდადაა საქმე.
მერწყული
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ უსიამოვნო ფიქრებს, მომენტებს. აუცილებელი არაა, იდეალური იყოთ. რომანტიკული და სექსუალური სფეროები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
თევზები
დილით მეტად დაისვენეთ. შეიძლება სამეგობრო შეგეცვლოთ ან ზოგიერთ ახლობლეთან გაწყვიტოთ კავშირი. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
წყარო: astrologi.ambebi.ge